#62754956 · 18 Oct 2026, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სადღაც, რიყის მხრიდან, ზუსტი ადგილი არ ვიცი, ანათებს 2 პროჟექტორი. განსაკუთრებით ღრუბლიან ამინდში, აივნიდან მშვიდად ვეღარ ვიყურები. კატასავით ვარ, თვალებით დავყვები, ამ განათებებს!
ვინ აკეთებს? რამე რეგულაცია არ არსებობს, ქალაქის თავზე ნათების შესახებ? მართლა დავიტანჯე!
ადრე, ერთი იყო და სტატიკური. გმირთა მოედანზე არსებული მემორიალიდან რაც ანათებდა. ეგ მესმის. კიდევ ერთი დაემატა, თუ არ ვცდები, სტამბის ტერიტორიიდან, სავარაუდოდ, უგულავას გარდაცვალებას უკავშირდება. ეგეც სტატიკურია და ატანადი, მაგრამ, ეს ორი და თან მოძრავი - რა ვიცი, ძალიან მაღიზიანებს!
|