კვლავ დავპოსტავ...
პირველ რიგში ვეთანხმები ვაიტს, სიამოვნებისათვის შესაბამისი ფულიც უნდა გადაიხადო, და ადრე, როცა 200 ლარამდე ვიხდიდით თვეში dial-up-ზე, 150 ლარი გარანტირებულ 512-სთვის არც თუ ისე ბევრია, მაგრამ...
თუ აქ შემოდის ვინმე ეგრისის თანამშრომელი, ეგ პირიქით კარგია.. წაიკითხონ და გაანალიზონ თავიანთი მუშაობის პრინციპი, სერვისები დახვეწონ და ავიდნენ მართლაც პროვაიდერის დონემდე.
უკვე 1 წლის განმავლობაში ვრეკავ და ვეკითხები თუ როდის ექნებათ ეს საცოდავი SMTP, რაზეც მპასუხობენ (ერთმანეთთან კონსულტაციების მერე) რომ ალბათ უახლოეს მომავალში იქნებაო... პატივცემულო ეგრისო! როცა პროვაიდერს ელემენტალურად არ გააჩნია რამდენიმე წლის განმავლობაში smtp სერვერი, ეგ უკვე დასაცინია და სასირცხვილო. მოვალ თუ გაგიჭირდათ და მე თვითონ დაგიყენებთ. ელემენტალურად ვერ ვხმარობ mail client-ებს, და მამუშავებენ ლამერივით ამ webinterface-ზე. არ შეიძლება ეგრე.
ტექნიკური საპორტი საშინელ დონეზეა. მართლაც გაგებაში არ არიან... ისეთ სისულელეებს იტყვიან ხოლმე სიცილს ვერ შეიკავებ... არ შეიძლება ხალხნო... საწყენი არ არის.. წაიკითხეთ, ისწავლეთ... საპორტი ხართ ბოლოს და ბოლოს და არა ანჟელას სილამაზის სალონი ვარკეთილში...
მეზობელმა იყიდა კომპიუტერი და ვეუბნები რომ თურმე ვერანაირად ვერ გავუყოფ ინტერნეტს, რადგან ეგრისი ამის საშუალებს არ გვაძლევს.
რათ მინდა 24 საათი მქონდეს კომპი ჩართული, იმისათვის რომ მეზობელი იყენებდეს ინტერნეტს. რა სისულელეა. სირცხვილია უკვე მაგაზე ლაპარაკი. ამაზე გვპასუხობენ ამით: "არის 400 ლარიანი და 800 ლარიანი პაკეტებიო და გაუყავით რამდენიც გინდათო"... და სიჩქარეც ანალოგიური: "გამოყოფილი ხაზი 256 kbps - 400 ლარი, 512 - 800 ლარი". არ შეიძლება ეგრე...
სიჩქარესთან დაკავშირებით პრეტენზია მართლაც არ არის... რა პაკეტსაც აიღებ, ის სიჩქარე გარანტირებულად გაქვს სულ! (თუ ტექნიკური პრობლემა არა აქვს პროვაიდერს)... მაგრამ იმდენათ გარანტირებული, რომ ზევით 1-2 კილობაითითაც არ ადის. თუ გავითვალისწინებთ რომ ვერც-ერთი ქართული საიტიდან ვერაფერს ვერ ვიწერთ (გარდა თქვენისა), ცოტა გლობალიც რომ მოგვემატოს დრო და დრო ურიგო არ იქნებოდა.
და ასევე დიდი უსამართლობა... ხალხი, რომელიც ძველადვე მოხვდა თქვენთან და რაღაცნაირად შეერთებულია თქვენს გაურკვეველ პორტებზე, აქვთ გლობალის უშველებელი სიჩქარე. ეგ იქნება მერვე პოლკი, თუ რამე სხვა უბანი. სადაც ათ-ათ ლარს იხდიან მეზობლები და აქვთ თქვენგან 1-2 mbps გლობალი. მე ეგ თვალით მინახია. კი მარა... სხვა მომხმარებლებმა რა დააშავეს?

და ამაზე პასუხობთ რომ "ისინი არიან ძველი კლიენტები და მოხვდნენ ასეთ პორტებზეო (ჯერ რა პორტებზეა ლაპარაკი) და ახალ კლიენტებისათვის ეგეთი შესაძლებლობები აღარაა".. ეს პასუხი პრობლემას არ წვეტს. არ შეიძლება ეგრე.
საბოლოოდ მინდა გაიგოს ეგრისმა რომ უმეტეს შემთხვევაში ხალხი სარგებლობს მათი სერვისით იძულებით, რადგან სხვა პროვაიდერით სარგლებლობის შესაძლებლობას არ გვაძლევენ. შესაბამისად... როგორც კი გამოჩნდება ალტერნატივა, ხალხი დაუფიქრებლად (უმეტესობა) შეწყვეტს თქვენს სერვის. ეგ რომ არ მოხდეს, უნდა წაიკითხოთ ხალხის პრეტენზიები და სერვისების მინიმუმები მაინც გააუმჯობესოთ. გარკვეულ ინოვაციაზე კი აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია.
თუ ეს ყველაფერი დარჩება ისევ და ისევ თქვენი იგნორირების ქვეშ, (ჩვენთან) ახალი ISP-ს გამოჩენისთანავე (რაც წესით მალე უნდა იყოს) მომიწევს სხვა სერვისებით სარგებლობა. და ვფიქრობ, რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში...
ეს ყველაფერი დავწერე იმისათვის რომ მიხედოთ საქმეს უფრო დიდი ყურადღებით და გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება დამოკიდებულია თქვენს მომხმარებლებზე!
(ეგ პოსტი მინდა მეილზეც გავუგზავნო ეგრისს)
This post has been edited by iTrade on 12 Dec 2007, 13:06