konformistმოკლედ, შენს მიერ მიყვანილ საიტზეც კი წერია:
Передача данных в канале оператор -> абонент может осуществляться на скорости от 38,4 Кбит/с до 2457,6 Кбит/с.
В реальных условиях чаще всего используются 1228,8 Кбит/с и 1843,2 Кбит/с. http://en.wikipedia.org/wiki/Evolution-Data_Optimizedრაც უფრო მაღალია სიხშირე მით უფრო ემსგავსება სიგნალი სხივს. დაბალი სიხშირის სიგნალი უკვე ტალღაა ანუ ის ადვილად ირეკლება, ადვილად აღწევს შენობაში, მისდევს დედამიწის ზედაპირს და არ საჭიროებს პირდაპირ ხედვას, მაგრამ აქვს ერთი მინუსი - ფაქიზია და ამ სიხშირეზე გადაცემული სიგნალი ადვილად მახინჯდება თუნდა ამ ბევრი ანარეკლის გამო. 800 მეგაჰერცზე ეგ უკვე ნაკლებად იგრძნობა, 1800-ზე ხო საერთოდ, ეგ უკვე ფაქტიურად სხივია...
QAM16 არის მოდულაციის ტიპი რომლიდანაც საბოლოო ჯამში დროის ერთ მონაკვეთში შესაძლებელია 4-ბიტის გადაცემა ორი მაჩვენებლის მიხედვით (ღერძები):

ანუ მიმღები მხარე ცხილობს გაარკვიოს მიღებული სიგნალი გარკვეულ მომენტში ამ 16 წერტილიდან რომელთან არის ახლოს, იდეალურ შემთხვევაშიც კი (გადამცემ ანტენასთან მიმავალი კაბელი) ეს წერტილები ასეთ ადგილებში მოხვდება დამახინჯების გამო:

450-ზე ნორმალურ რეალურ პირობებში ამას მიიღებ:

450 მეგაჰერცში საერთოდ ბადესავით იქნება - ანუ იქ გადახდები მეტია და მიმღებ მხარეს უფრო უჭირს ამ სიგნალის "გაშიფრვა", ახლა რომ ავიღოთ QPSK მოდულაცია, იქ ასეთი სქემაა:

ანუ მიმღებმა მხარემ უნდა გაარკვიოს რომელ მეოთხედში ჯდება მიღებული პარამეტრი რაც თავისთავად უფრო ადვილია, სად 16 წერტილზე წვალება და სად 4-ზე

ამ მოდულაციას იყენებენ ციფრულ საკაბელო ტელევიზიებში (DVB-C სტანდარტი), საეთეროში (DVB-T სტანდარტი) ერიდებიან მიუხედავად იმისა რომ გადამცემი CDMA-სგან განსხვავებით ერთია ხოლმე.
პ.ს. დამავიწყდა მეთქვა: CDMA სტანდარტში GSM სტანდარტისგან განსხვავებით გასხივება ხდება მთელს მოცემულ დიაპაზონში რაც უფრო ამცირებს ამ ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას მჭიდრო დასახლებულ პუნქტებში. რეგიონებში კიდევ აზრი არ აქვს როგორც ავღნიშნე - რაც უფრო იზრდება მანძილი მით უფრო ხდება სიგნალის დამახინჯება.
ამიტომაც მუშაობს wimax მაღალ სიხშირეებზე

სპეციალობით ტელეკომუნიკაციები მაქვს "დამთავრებული", მაგრამ ვაი მაგ დამთავრებას და გეპეის სწავლას

მოკლედ, მუშა გამოცდილებაა..
This post has been edited by GioMac on 24 Mar 2009, 12:45