USAQMURI SiBNELE
გადმოწერეთ ეს ფაილი, ყველა საჭირო პროგრამა, დაინსტალირების ინსტრუქცია და Crack არის შიგნით:
http://up.jeje.ge/download.php?id=419DBCDC5ვინც ვერ ერკვევა იმისთვის დაწვრილებით დავწერ. როდესაც გვაქვს ერთი IP და MAC მისამართი ინტერნეტის გაყოფის ორი გზა არსებობს, ყიდულობთ როუტერს, ან ქსელში ერთ-ერთ კომპიუტერს აქცევთ სერვერად. ესე იგი არ გვაქვს როუტერი და გვაქვს ორი ან რამოდენიმე კომპიუტერი რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან ქსელით, სვიჩით ან პირდაპირი მეთოდით, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პირდაპირი დაკავშირების მეთოდს არ გირჩევთ კომპიუტერი რომელიც ანაწილებს ინტერნეტს დატვირთული იქნება და ხშირად დაჭირდება გადატვირთვა, ამიტომ მეორე კომპიუტერშიც ხშირად გაითიშება ინტერნეტი. სვიჩით კარგად მუშაობს ყველაფერი.
ერთ-ერთ კომპიუტერში ვაყენებთ მეორე ქსელის კარტას, ერთ ქსელის კარტაში ვაერთებთ ინტერნეტის კაბელს, ხოლო მეორეში სვიჩისკენ ან სხვა კომპიუტერისაკენ მიმავალ კაბელს. ამ კომპიუტერს დავარქვათ სერვერი. ხოლო ქსელში სხვა კომპიუტერებს რომლებიც სერვერიდან მიიღებენ ინტერნეტს კლიენტი.
ქსელში მომუშავე ყველა კომპიუტერს უნდა ქონდეს ერთი სამუშაო ჯგუფი და სხვადასხვა სახელი.
სერვერზე, იმ ქსელის კარტის მონაცემებში რომელშიც შემოდის ინტერნეტი არაფერს არ ვცვლით, ანუ ჯე ლინკის შემთხვევაში ამ ქსელის კარტის MAC მისამართი უნდა იყოს გაწერილი პროვაიდერთან, ანუ კავკაზუსში. ყველაფერი უნდა ეყენოს ავტომატზე, ხოლო მეორე ქსელის კარტის მონაცემებში რომელიც უკავშირდება ქსელს ვწერთ:
IP adress 192.168.1.1
Subnet mask 255.255.255.0
Default gateway ------------ არ ვწერთ არაფერს
Preferred DNS server-------- არ ვწერთ არაფერს
Alternate DNS serrver---------არ ვწერთ არაფერს
კლიენტზე გვაქვს მხოლოდ ერთი ქსელის კარტა და მის მონაცემებში ვწერთ:
P adress 192.168.1.2
Subnet mask 255.255.255.0
Default gateway 192.168.1.1
Preferred DNS server 192.168.1.2
Alternate DNS serrver---------არ ვწერთ არაფერს
კლიენტზე არაფერ პროგრას არ ვაყენებთ ყველა დანარჩენ პროგრას ვაყენებთ სერვერზე ანუ კომპიუტერზე რომელშიც შემოდის ინტერნეტი და აყენია ორი ქსელის კარტა.
ჩვენ შემთხვევაში იმისათვის რომ გავყოთ ინტერნეტი ერთი IP და MAC მისამართით, არსებობს ორი გზა კომპიუტერზე რომელსაც დავარქვით სერვერი პროგრამების საშუალებით უნდა შევქმნათ Proxy სერვერი ან Nat პროტოკოლით გავანაწილოთ ინტერნეტი. Proxy საკმაოდ საწვალებელია, რადგან ყველა პროგრამას რომელიც ინტერნეტში გადის სათითაოდ ჭირდება Proxy-ს მონაცემების გაწერა, რასაც გამოუცდელი მომხმარებელი ვერ შეძლებს. ამიტომ ავირჩიოთ Nat პროტოკოლი.
Nat პროტოკოლისთვის დაგვჭირდება Nat Firewall-ის დაყენება. (ვინდოუსს აქვს თავისი Nat ფუნქცია მაგრამ ძალიან დაუხვეწავია და ადვილად ჭედავს კომპიუტერს, ვისაც უნდა შეუძლია გამოიყენოს)
ესეთი პროგრამები საკმაოდ ბევრია, მაგრამ მე გირჩევთ Lan2net NAT Firewall რადგან სხვა ანალოგიური პროგრამებისგან განსხვავებით მას დაყენების დროს
აქვს ღია ყველა პორტი ყველა პრoგრამისთვის, ხოლო რისი შეზღუდვაც გინდათ შეგიძლიათ შეუქმნათ წესი და შეზღუდოთ.
დააინსტალირეთ Lan2net NAT Firewall 1.95.0175 დაინსტალირების ინსრტუქცია და Crack არი ზემოთ მითითებულ ფაილში (caikitxe). ინსტალაციის დროს პროგრამას უნდა მიუთითოთ რომელი ქსლის კარტაა ინტერნეტის და რომელი ქსელის, არ შეგეშალოთ, თორე ინტერნეტი არ იმუშავებს.
Lan2net NAT Firewal-ის დაინსტალირების შემდეგ ინტერნეტი უნდა გქონდეთ სერვერზე ლოკალიც და გლობალიც, ხოლო კლიენტზე მარტო გლობალი, რადგან კავკაზუსი ტტლ=1 იღებს და ბლოკავს. იმისთვის რომ კლიენტზე გვქონდეს გლობალი უნდა დავაივსტალიროთ ATTL Filter. ინსტალაციის ინსტრუქცია ფაილში ფაილში (caikitxe). ინსტალაციის შემდეგ პროგრამა აუცილებლად დაამატეთ სტარტაპში. გახსენით პროგრამა ამოირჩიეთ ვიდეო კარტა რომელშიც შემოდის ინტერნეტი, დააჭირეთ Settings და გახსნილ ფანჯარაში If TTL=1 change TTl to 64 დააჭირეთ Save და enable, გადატვირთეთ კომპიუტერი. გადატვირთვის შემდეგ თუ სწორად დაამატეთ პროგრამა სტარტაპში საათის გვერდით უნდა გაჩნდეს ATTL Filter-ის ნიშანი, პროგრამაში რომ შეხვალთ უნდა ეწეროს Filtering. კლიენტზე უნდა მოვიდეს გლობალიც და ლოკალიც.
მესამე პროგრამა Mac Address Change გამოადგებათ იმათ, ვისაც ხშირად უწევს კავკაზუსში რეკვა Mac მისამართის შესაცვლელად. თანამედროვე ქსელის კარტებზე Mac შეცვლა შესაძლებელია ვინდოუსიდან, მაგრამ ვის ქსელის კარტასაც ეს ფუნქცია არ აქვს დააინსტალირეთ პროგრამა, ინსტალაციის ინსტრუქცია ფაილში (caikitxe). გახსენით პროგრამა დააჭირეთ Quick MAC chenge, ახალ ფანჯარაში ჩაწერეთ მაკ მისამართი და დააჭირეთ change mac, mac-is დასაბრუნებლად დააჭირეთ Reset mac.
მგონი სულ ეს არის, გთხოვთ PM არ გამივსოთ შეკითხვებით.