კაუკასუსის ოპტიკისთვის არ ვემზადები, სილქნეტზე ვაპირებ ამის გაკეთებას

......................................ახლა უკვე მეორედ გამიკეთა ასეთი რაღაც რუტერმა და ამიტომ დავწერ ბარემ

ესეიგი მესამე დღეა ჩართული მაქვს, გუშინ დავაყენე Linksys easylink advisor-ი, ანუ სოფტი რომელიც ჩერეზ ვინდოუსი გაკონფიგურებინებს რუტერს, ვებ მენიუში შესვლის გარეშე. არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ მაინტერესებდა რა იყო, სიმპატიურად გამოიყურება და ვიზუალურ მეპს გიკეთებს ქსელის რაც მოსახერხებელია

მთელი დღე იმუშავეს ერთად, დღეს დილით კი ნეტი გათიშული დამხვდა

უბრალოდ ნეტი კი არა, რუტერზე პირდაპირ კაბელით მიერთებული კომპიუტერიდანაც ვერ შევდიოდი 192.168.0.1-ზე (ანუ რუტერის IP მისამართი, 192.168.1.1-ზე კი დსლ მოდემი მიზის) მარტივად რომ ვთქვათ გაწყდა კავშირი ჩემს კომპიუტერსა და რუტერს შორის რამაც ამანერვიულა. გადავტვირთე რუტერი და კავშირი აღდგა, შესაბამისად ინტერნეტიც, მაგრამ 1-2 წუთში ისევ გაითიშა. კიდევ გადავტვირთე და იგივე განმეორდა და ასე 3-4-ჯერ. ბოლოს ცოტა უფრო დიდიხნით გამოვაერთე კვება, ასე 30 წამი და ამუშავდა სტაბილურად. თუმცა ასე ნახევარი საათის შემდეგ იგივე დაემართა. კიდევ უფრო ავნერვიულდი, ავდექი და ის ზემოთხსენებული პროგრამა, ანუ easylink advisor-ი წავშალა საერთოდ (არ ვიცი რამდენად შეიძლება მსგავსი პრობლემის სათავე მაგ ტიპის სოფტი იყოს, მაგრამ ვცადე რა), და კიდევ ერთხელ გადავტვირთე. ახლა მუშაობს ისევ და ველოდები ისევ იგივეს გაიმეორებს თუ არა.
ხოდა რა მაინტერესებს........ რისი ბრალი შეიძლება იყოს, ანუ სავარაუდო მიზეზები.
შეიძლება იმის ბრალი იყოს რომ დსლ მოდემზე მაქვს ეს რუტერი მიერთებული?
ორივეზე ჩარტულია DHCP სერვერი, ანუ ავტომატურად ანიჭებენ კომპიუტერებს IP-ებს, თუმცა ამ ლინკსის-ის რუტერზე მხოლოდ ერთი კომპიუტერი ზის კაბელით, და შესაბამისად მხოლოდ აქედან იღებს აიპის, დაჟე არც იღებს, ხელით მაქვს გაწერილი. ანუ იდეაში კონფლიქტები არ უნდა იყოს.
ჯერ კიდევ მაქვს დრო რომ გამოვცვალო ან დავაბრუნო.
This post has been edited by mrgizmo on 15 Oct 2010, 16:12