გუშინ ოპერატორს ველაპარაკე, მეთქი ესე-ესე, მოძებნეთ ვინც გადაჭრა და გამოუშვით გასაკეთებლად. დღეს დაურეკავს იმ ბიჭს და უიო, მე მეგონა აღარ გინდოდათ ჯელინკიო და იმიტომ გადავჭერიო (ანუ მშვენივრად იცოდა რაც გადაჭრა. + ვინ ეკითხება ამათ მე რა მინდა და რა არა, თუ მინდა 40 ინტერნეტი მექნება, რა ამათი საქმეა. 3 მეტრი კაბელი არ ჰქონდათ UTP რომ მიეყვანათ ტელევიზორიდან როუტერამდე?).
ჰოდა დავუბარე კაუპლერით გადააბან, იზოლაციით არ გააკეთონ არაფერი მეთქი.
+ ორი ცალი ჯეკი დავუტოვე
ძალიან მაინტერესებს ხვალ რა მეთოდით დამხვდება კაბელი გადაბმული

სიამოვნებით, უბრალოდ, მე დილიდან ღამემდე სამსახურში ვარ და დედაჩემი ვერ მიხედავს მაგათ. + CO-ს აპარატურასთან მაგათ ვინ მიუშვებს, რომ შეაერთონ იქ კაბელი.
* * *

epic fail...
დღეს მოვიდნენ თურმე, არც კაბელი, არც ჯეკი, არაფერი არ მოუტანიათ. დაუწყიათ კაბელის გადაბმა მამაპაპურად, გადაგრეხა ერთმანეთზე და ზედ იზოლაციის დახვევა
მიუციათ მერე ჩემებს ჩემი დატოვებული ჯეკები

ეს კიო, მაგრამ ადაპტორი (კაუპლერს ასე ეძახიან თურმე) არ გვაქვსო და 50 თეთრი ღირს და ის იქნებ იყიდოთო.
ნუ მოვიტანე დღეს ის კაუპლერი სახლში, 50 თეთრად დაგვიხატავენ რა თქმა უნდა, 2 ლარი ღირს ნორმ. ხარისხის. მაგრამ ჯეკებიც ისე საცოდავადაა დასმული, წკაპები როგორ მოაყოლეს ან რა ჯეკმეიკერები აქვთ არ ვიცი, მაგრამ აღარ იჭერს კაბელს კაუპლერში. + კემბრიკი არ უჭირავს ჯეკს, მხოლოდ მავთულები...
მოკლედ, შეფასებები თქვენზე მომინდია.
This post has been edited by Power_VANO on 28 Dec 2011, 23:18
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.