ebay-ს მივწერე, ჩვეულებრივათ გეორგიან ფოსტა მიმათითებინეს. იქ არ ჩანს მდგომარეობა, მაგრამ ჩვენი ფოსტის საიტზე ჩანს. ვკითხე მყიდველმა რომ მოიტყუოს და არ მიმიღია თქვასთქო (მაინც ქართული ბაზარი რომ გაეშვა, ან ჩვენ ქართველებს გვაქვს ეგეთი წარმოდგენა

) არ არის პრობლემა ჩვენ გადავამოწმებთ თქვენ საიტზეო...
მცირე პაკეტს ვაგზავნი, გააჩნია ქვეყანას, 20–30 ლარამდე ჯდება თუ თრექინგ კოდი გინდა, ისე 10–20 ლარამდე...
ეს უწერია ფოსტას მცირე პაკეტზე... და დასათვლელი კალკულატორიც აქვს (მარტივში არ შედის ტრექინგი, სტანდარტუ უნდა აირჩიო)
წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომლის შიგთავსიც შეიცავს, როგორც ქაღალდზე დატანილ ბეჭდვით მასალებს, ხელნაწერებს, დოკუმენტებს და ფოტოსურათებს, ასევე ნივთებს, თუ მათი მცირე პაკეტის სტატუსით გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, მიმღები ქვეყნის ან საქართველოს ფოსტის მიერ დადგენილ წესებს.
მცირე პაკეტის წონა: 2კგ-მდე (გამონაკლისია 5 კგ-მდე წონის ურღვევი წერილობით კორესპონდენცია);
მცირე პაკეტის ზომა: მინიმალური - 90X140 მმ; მაქსიმალური - 240X340 მმ; მაქსიმალური სისქე: 50 მმ;
This post has been edited by AnonyMous22 on 21 Feb 2016, 20:03