Starblindარც ეგრე ზედაპირულადაა საქმე როგორც შენ გგონია
"ეს ფორუმია ძმაო" "ფორუმული ფასი" "ფორუმზე ასეა მოსული" და ამდაგვარი არაფრისმომცემი სიტყვები არაა მიზანშეწონილი, ერთი მომხმარებლისთვის თუ კარგია მეორესთვის სავალალოა
ვაფშე რამე გრუპა ხომ არ შეიქმნას ფორუმზე ფასები რომ არეგულიროს?

კარგი იდეაა ხო?
არადა სულაც არაა კარგი, მოგეხსენებათ ქართული ჩაჯმული მენტალიტეტი, ყველას პატიოსანს ვერ შეკრიბავ და წავა მაშინვე ძმაკაცის ტავარის ქება და სხვისი გაბანძება(ეხლაც ხდება სხვათაშორის)
არაერთი დეტალი დადებულა და გაყიდულა იმაზე მეტად ვიდრე ღირდა, ამაში კი ბევრი აქ ნაცნობი იუზერის ქება დიდება დახმარებია და მოტყუებულა მყიდველი, ამ დროს კი ბევრი კარგ ფასად დადებული ნივთის თემა უკვალოდ ჩაძირულა!
ასევე პირიქით: დაუდია კაცს ნივთი რომელიც ვერ ერკვევა ფასებში და წავიდა ეგრევე ნახევარ ფასად შეფასება, დაითრევენ ჯიგრები და მეორე დღეს ძვირად გაყიდიან ან სისტემას შეკრავენ, ანაც დაშლიან და ისე გაუშვებენ
ერთ მიმართულებით მზერით მთელ სამყაროს ვერ დავინახავთ, გვერძეც უნდა გავიხედოთ და დროდადრო უკანაც
პ.ს
აქ მორალს რომ კითხულობ, ის არავის უთქვამს შენთვის, რომ 1900 ზომა ფერად-ფერადი შრიფტით დაწერა არაა მთლად სწორი საქციელი?
თუ გინდა შენს ნაწერზე ყურადრება გაამახვილონ რამე ფასეული დაწერე, შრიფტის მომატება, გაფერადება და 3 გვერძე გადაჭიმვა რავიცი რავიცი ...
FCMUგაიხარე
ძლივს ერთი ლოგიკურად ნააზრები დაიწერა

პ.ს
ისე პავლიკა მაგ ვიდეოზე ღადაობს თორე ფასები არ ეშლება
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”