7950 და 280 რომ იგივე კარტებია ეს მგონი ვიცით უმეტესობამ, დანარჩენი სიხშირეს და ვერსიას გააჩნია
მათი კონკურენტი მწვანეთა ფლანგიდან 670-ა
660Ti და 760 ერთი თავით დაბლა დგანან ზემოთხსენებულ ბარათებთან შედარებით
670-სა და 7950-ს რაც შეეხება, მათ შორის აშკარა ფავორიტი არაა, ბოლო ხანებში შესამჩნევი უპირატესობა 7950-ს აქვს + დამატებით 1GB მეხსიერება და მაღალი გამტარობა გააჩნია
თანაბარი დონის ვერსიები რომ ავიღოთ უახლესი 10 თამაშიდან 6-7-ში 7950 იქნება წინ
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ყიდვისას ვითვალისწინებთ თუ რა თამაშებისთვის გვინდა(ყველა თამაშს ხომ არ თამაშობთ, ხოდა არსებულ თამაშებში შედარებებს კი მოიძიებთ)
რა ვარიანტი გვაქვს ვერსიებიდან გამომდინარე და რაც მთავარია როგორი სტილით თამაშობთ, მაგალითად ულტრა პარამეტრებზე გხიბლავთ თამაში თუნდაც 30 კადრით თუ 50-60 კადრია თქვენთვის აუცილებელი და პარამეტრებსაც იმის მიხედვით არგებთ, ეს გასათვალისწინებელია რადგან ერთიდაიგივე თამაშშიც კი ეს ორი ბარათი სხვადასხვა შედეგებს დებენ კონკრეტულ პარამეტრებზე
მაგალითად BF4-ში უმეტეს რუკაზე მედიუმ და ჰაი პარამეტრებზე 670 უკეთეს შედეგს დებს კადრთა საშუალო და მაღალ მაჩვენებელზე, მინიმალურშიც არ ჩამორჩება, ხოლო თუ გრაფიკას ულტრაზე დავაყენებთ იქ უმეტეს რუკაზე სამივე თუ არა მინიმალურ და საშუალო მაჩვენებელში უეჭველი ჩამორჩება 7950-ს, ასევე ჰაი პარამეტრებზეც ზოგიერთ რუკაზე სადაც 2GB-ს მიუკაკუნებს მეხსიერების მოთხოვნა
BF3-ში 2GB და არსებული გამტარობა ორივე კარტას ყოფნის, რომლის ბირთვიც უფრო სხარტი იქნება ის მოგცემს უკეთეს შედეგს
წესით არჩევანის გაკეთებაში უნდა წაგადგეთ ეს მცირე შედარება
This post has been edited by Gogla1990 on 19 Jan 2016, 13:55
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”