ახალი კარტები არ ვიცი, მაგრამ მე მაქვს 7 წლის წინ ნაყიდი GTS 450 და დღემდე ვირივით მუშა კარტაა.
აქვე ერთი პრიმიტიული კითხვა მაქვს:
რამდენიმე ხნის წინ ნასვამზე და თან არასაკმარისი განათების პირობებში კომპის დაშლა და გაწმენდა მოვინდომე, რაც წარმატებით განვახორციელე კიდეც, მაგრამ აწყობის პროცესში არ ვიცი სასმელის თუ ცუდი განათების გამო ( შეიძლება ორივემ იმოქმედა ) ოპერატიული ჩავსვი უკუღმა. უკუღმა რომ ჩავსვი ამას გვიან მივხვდი. როცა ჩავრთე ბლომად ბოლი და დამწვრის მძაფრი სუნი გაუშვა, მაგრამ უცებვე გამოვრთე და ვინჩესტერის ქვემოთ დაყენებული ქულერი მოვაცილე ( მეგონა ქულერი წამოედო რამეს და დაიწვა ). სისტემა ჩაირთო და მუშაობდა ჩვეულებრივად. მაგრამ ცოტა მოგვიანებით გაჭედა და რომ გადავამოწმე 8-ის ნაცვლად ოპერატიული 4გბ მიჩვენა.
იმ მომენტში ჯერ კიდევ არ მქონდა გარკვეული, რომ 1 პლანკა დაიწვა, ამიტომ ავდექი და ეს მეორე იმის ადგილზე ჩავსვი ჯერ წაღმა, ხოლო შემდეგ ესეც უკუღმა
აღნიშნულის შედეგად ორივე ოპერატიულის გარეშე დავრჩი. შესაძლოა დაიწვა მაზერიც ან პროცესორი. არ ვიცი რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
ახლა ვიშოვე სხვა ოპერატიული ( ახალი კომბო ვიყიდე ) , მაგრამ ამ ახალი ოპერატიულის ძველ მაზერზე დატესტვა მაფიქრებს. ანუ
თუ მაზერის ორივე სლოტი ან მთლიანად მაზერი დამწვარია არსებობს იმის რისკი, რომ მუშა ოპერატიული შემოწმების პროცესში დამიწვას? პლატაც და პროცესორიც ორივე საკმაოდ კარგია და თუ მხოლოდ ოპერატიული დაიწვა ოპერას კი ვიყიდდი, მაგრამ ამ შემოწმების პროცესში არ მინდა კიდე ვიზარალო...