მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის რეალურ ფასებში მიდევს ნივთები,მაინც გეტყვი რომ არ ხარ მართალი!
რა უფლებით უნდა ავუკრძალოთ ვინმეს რაიმე ნივთის დადება? თუნდაც 3 ოთახაინი ბინის ფასი ედოს?
გამყიდველის ნებაა რამდენს დაადებს, თუ უნდა სულ გააჩუქებს, და თუ უნდა ძვირად გაყიდის,
ეს სრულიად მისი კეთილი ნებაა, თუ უდევს რაღაც ფასი და ძვირია, ბაზარი მაგას ავტომატურად დაარეგულირებს,სხვისი ჩარევის გარეშე, თუ ძვირი იქნება, ვერ გაყიდის და იძულებული გახდება რომ დააკლოს,სხვანაირად ვერ გაყიდის, იმიტომ რომ დღესდღეობით ლოხი აღარავინაა,
ან რომ გაიძახი გადამყიდველიო? თავად ვინ ხარ? არ ხარ გადამყიდველი? ბათუმში როგორც ვიცი მაღაზია გაქვს და
შესაბამისად ყიდულობ ნივთებს და ფასნამატით ყიდი,ალბათ გაცილებით უფრო ძვირად ვიდრე აქ იყიდება.(რასაც შენ ეძახი გაბერილ ფასს) მაგრამ რა პრობლემაა? შენთვის არავის არაფერი მოუთხოვია. ეგ ეგეც უნდა იყოს.
და სხვას რატომ სთხოვ? იმიტომ რომ მაღაზია არაა? თუ?
ან რა შუაშია მაი მარკეტი და ფორუმი?
სადმე წერია რომ აუცილებლად ფორუმზე უფრო იაფი უნდა იყოს ვიდრე მაიმარკერტზე? თუ ნახე მაი მარკეტზე იაფად მიდი და იქ იყიდე შე კაი კაცო, რა პრობლემაა.
დოგმა კი არაა რახან ფორუმია, ესე იგი იაფია აქ.
რაიმე ლოგიკას ექვემდებარება ეს?
ფორუმი "ოპტავოი ბაზარი" კი არაა.
ვერ ვხვდები რატომ განაღვლებს ეს შენ, ვინ რა ფასად ყიდის,
მაგრამ ალბათ იმიტომ რომ როდესაც შემოხვალ აქ, გინდა რომ პატარა "ოპტავოი" გაგეხსნას რიგრიგობის მიხედვით განყოფილებაში, და რომელსაც თითს დაადებ ზედმეტი წვალების გარეშე გამოაგზავნინო შენთან.
ეგრე სამწუხაროდ მინდა გითხრა რომ არ ხდება, არა აქვს მნიშვნელობა ფორუმია, მაი მარკეტია, იბეია, თუ რაცაა.
იბეი რომ იბეია, მანდაც კი ზოგ 100$-იან ნივთს 3000$ ადევს, მაგრამ მაგით არავინ არაფერს არ იძახის.
არ არღვევს ის არანაირ წესს და გაყიდოს რა.არავინ არ უშლის.