კი მაგ საკითხში გეთანხმები.... მაგრამ დიდი სიმძლავრის კვებებს საერთოდ +80 არის და ძირითადად ბრონზეზე ქვევით სერთიფიკატი არ აქვს, ზუსტად მაგისთვის რომ უაზრო მოთხოვნილება არ ჰქონდეს ქსელიდან.... ეს ერთი და მეორეც 1000-იანი კვება ბრონზესი 400-ს არა მაგრამ სადღაც 180...170 ვატს კი შეჭამს 1000- ვატზე. ისე საშუალოდ კარგი ეფექტურობა კვებას აქვს როცა დატვირთვა კვების სიმძლავრის 60...80 პროცენტზეა ეს არის იდიალური დატვირთვა კვებისთვის.... ვთქვათ 1000 ვატიანი კვება 150 ვატზე რომ ამუშაო არ აქვს დიდი ეფექტი შეიძლება +80 ჰქონდეს ხოლო მაგალითად 700 ვატზე +85-იც
ბრონზეზე მაქვს საუბარი... აქედან გამომდინარე თუ ვიღებთ 1000-იან კვებას სასურველია მისი დატვირთვა ჰა-ჰა 500....800-ის შუალედში... ზოგი სისტემას 300 ვატითაც ვერ ტვირთავს და 1200 კვება აქვს ეს რა თქმაუნდა უაზრობააა..
ეხლა თუ ფული გაქვს და არ გენანება პლატინიუმს და გოლდს რა ჯობს თავიდან მეტს კი იხდი მაგრამ მერე მთელი წლის მანძილზე ეკონომიურია...

თრემ ეხლა ხარისხში და მუშაობაში ბრონზე და პლატინიუმი ერთნაირად მუშაობს განსხვავება მქკ-შია. პლატინიუმიც მქონია +93...97-მდე ჰქონდა ეფექტურობა...
და ბოლოს კვებას იდიალური ეფექტურობა აქვს როცა მუშაობს როცა იტვირთება მისი მოცემული სიმძლავრის 60...80 პროცენტის შუალედში, ზოგს 50...90 პროცენტშიც იდიალურობა შენარჩუნებული აქვს...
აქ რაც დავწერე შეიძლება ნახევარმა ვერ გაიგოს მაგრამ მანქანის ვარიანტი ავიღოთ როდის არის ბენზინის შიგაწვის ძრავი ეკონომიური?... მაშინ როცა ტახომეტრის ბრუნვა მატორის 2700...3200-ის შუალედშია. ამიტომ არის ტრასაზე ცოტას წვავს ვიდრე პროპკებში ქალაქში...

დიზელის შემთხვევაში იგივე ეფექტურობა არის 1300...1600.-ის შუალედში..... მეტი უკეთესი შედარება არ მომაგონდა ამ შუაღამეს...
This post has been edited by procesora on 5 Oct 2016, 02:12