ერთმა ფორუმელმა მომინდომა გადაგდება ეგრე (არა კომპ. ნაწილებიდან) ვისკებს ყიდდა.
რახან რაიონში ვიყავი ფული ჩავურიცხე და რამდენიმე დღეში თბილისში რომ ჩმოვედი შემხვდა და 3-ის ნაცვლად 2 ბოთლი მომიტანა. 1-საც ხვალე მარშუტკაზე გამოგიგზავნიო
მერე სანამ სახლში ჩამოვედი კიდევ დამიკავშირდა რამდენიმე ბოთლი გაიჩითა და თუ გინდა ბარემ ყველას გამოგიზავნი მაინც ხო უნდა გამოვაგზავნოო.
რახან შენახვედრი ვიყავი უფრო გული მომეცა და ჩავურიცხე კიდევ.

ეგ იყო მას მერე ტელეფონზეც მაიგნორებდა. ტელეფონი თავისზე არ იყო. ისიც არ ვიცოდი სახელი სწორი მითხრა თუ არა. იტოგში უნდა შევგუებოდი 170 ლარის დაკარგვას, მაგრამ ვერ შევეგუე.
6 თვის შემდეგ ტელეფონი დავგუგლე. რომელ ფირმაზეც იყო გაფორმებული იმის სათაოს მისამართი ავიღე და ავაკითხე სათაოში.
მაშინვე დაურეკეს და გაუიასნეს ყველაფერი. საკკმაოდ ნორმალურ თანამდებობაზე მუშაობდა და 100% სამსახურს ვაკარგვინებდი.
ბევრი მეხვეწა რაც გინდა მთხოვე ოღონდ მანდ საქმეს ნუ გამიფუჭებო.მაინც შემეცოდა და დავინდე.
1 კვირაში ფულიც უკან დამიბრუნა და 1 ლიტრიანი 18 წლიანი ჩივას რეგალი მიპადარკა.ფაქტიურად იმაზე მეტი ღირს ვიდრე ვალი ქონდა ჩემი