კი მწყდება გული, მაგრამ არც ის მინდა რო ჩავდო უჯრაში და თვეში ერთხელ დავხედო იფ იფ რა ლამაზიათქო.
ჩემს ხელში აძვრა პარკები და ჩემს ხელში გაიარა მთელი მისი ყმაწვილქალობა, ვიდეოკარტის კვალობაზე უკვე ბალზაკის ასაკს მიუახლოვდა, მე კი ახალგაზრდა ვამჯობინე მას

მაიმუნობა იქეთ იყოს და არაა ნატაქსავები, გარბენიც არა აქვს ბევრი, ტანკებს ვთამაშობ სულ საშუალო გრაფიკაზე. ვინმეს თუ გინდათ, არ მოგერიდოთ.
გამოიყურება როგორც ახალი თუ მტვერს გადავწმენდ რა თქმა უნდა, რასაც ცოდვა გამხელილი ჯობია და იშვიათად ვშვები. ზატო ნაკაწრები არა აქვს.
უხმოა, ქარხნული რაზგონის იქეთ არც მომიმატებია ფაქტობრივად არაფერი, მხოლოდ გატესტვისთვის როცა ვიყიდე იმ პერიოდში.