Gogla1990ვისაუბროთ ამაზე

1) მეც გულით ვგმობ ტიტვლად დატოვებულ VRM-ებს.
მექსიერებებსაც პრინციპში ოღონდ იმ შემთხვევაში თუ არც დაფის მეორე მხრიდან აქვთ ბალიშები ბექპლეიტთან დასაკონტაქტებლად (რაც მეხსიერების ჩიპების შემთხვევაში ადეკვატურ გაგრილებად ითვლება იმიტომ რომ ძალიან ცოტა სითბოს გამოიმუშავებენ).
ოღონდ თან ვერ ვხვდები რასთან დაკავშირებით აღნიშნე. რომელი ბარათიც მინდა იმაზე VRM-ები ერთ რიგადაა და ყველა დაკონტაქტებულია რადიატორთან. თან როცა ჩიპი მოიხმარს მეტ დენს VRM-ებიც მაშინ იტვირთება და ხურდება, შესაბამისად როცა ერთი გრილდება პასიურად მეორესაც არ უნდა ქონდეს მაგ დროს პრობლემა.
2) 40 იქნება თუ 60 მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მაგრამ რაც უფრო დაბალ ტემპერატურაზე შეუძლია გააჩეროს პასიურ რეჟიმში, პროპორციულად ნაკლები ჰაერის ნაკადი ჭირდება დატვირთვაზეც და მეორეც, როცა ძალიან პატარა ინტერვალია პასიურის რეჟიმის ტემპერატურიდან მაქსიმუმ დასაშვებ ტემპერატურამდე, გიწევს ძალიან აგრესიული ფანების პროფილის გაწერა და უცებ აჩქარება ფანების დიდად სასიამოვნო მოსასმენი არ არის.
3) უნდა ვიკითხო: როგორ განსაზღვრე რომ "მაგ დროს ფაქტიურად დნებოდა მთელი PCB"?
გაზომე რამე კომპონენტზე ტემპერატურა, ამოწერე იმისი ნომერი, იპოვე სპეციფიკაციების ფურცელი, ნახე იქ მაგ კომპონენტისთვის დასაშვები Operating Temperature და მეტი იყო?
თუ ხელი დაადე და ცხელი იყო?
თუ ხელის დადების მეთოდი იხმარე მაშინ ის თუ გაითვალისწინე რომ ადამიანი მწველ ტემპერატურად აღიქვამს 50 გრადუსს და ელექტრონული კომპონენტისთვის ეგ მომაკვდინებელი არ არის?
4) რატომღაც ისეთი ზოლი დასდევს მთელ პოსტს თითქოს სადღაც დავწერე "ASUS-ია ბრენდი თუ არის თორე სხვების კარგიც მოვ**ანთქო".
ეჭვი არ მეპარება რომ ASUS-ს ისევე როგორც ყველა სხვა ბრენდს ბევრი *ლეობა აქვს ნაკეთები ოღონდ მე მარტო ის ვთქვი RX 480-ებიდან Strix-ს აქვს ყველაზე ოპტიმალური რადიატორი პასიური გაგრილებისთვისთქო, რაზეც მგონი ვერ შემედავება ვერავინ.
* * *
automanმაგასაც არაუშავს მაგრამ რო მიხვდე განსხვავებას მაგ ორს შორის ერთად უნდა ნახო სურათში.
ხედავ რამდენად უფრო ვიწროა Red Devil და რამდენად ნაკლებ დიამეტრიანი ფანების აქვს? თან მაგ მოდელზე პლატის ხარისხს არ აქებენ. შედარებით დაბალ რეიტინგიანი კომპონენტებით ზოგავენ ფულსო.