Core2Duo 8500-ზე მქონდა (3.8Ghz დააზგონებული) GTX 670 მაგრამ ახალ თამაშებში 4 ფიზიკური ბირთვი მჭირდებოდა და Q9400-ით (3.6 Ghz რაზგონით) შევცვალე, BF1 მშვენივრად მიქონდა (ნუ დაწეული ოპციებით რა თქმა უნდა)
მერე Q6600 მქონდა (3.6 Ghz) 750ti-სთან და არც იქ ვუჩივოდი "ბოთლის ყელს" დიდად
ახლა ერთ კომპზე E5450 მაქვს GTX 760-თან, სამწუხაროდ ვერ ვარაზგონებ, არც ისე კარგი ჩიპსეტია მაგ მხრივ (G41), მაგრამ DDR3-ის გამო ვამჯობინე, რასაც ვთამაშობ ამ სისტემაზე მშვენვრად უმკლავდება, თუმცა არცერთი თანამედროვე თამაშები არ დამიყენებია, უფრო ნოსტალგიური მიზეზებით ავაწყვე ეს სისტემა
stalkash-ს კარგად ქონდა ახსნილი "ვიდეოს გახსნა" შეიძლება ისე დააყენო პარამეტრები, რომ ნებისმიერი ვიდეო გააწურინო ნორმალურ (თუნდაც 10 წლის წინანდელ) პროცესორს, განსაკუთრებით მაღალ რეზოლუციაზე, თუმცა ხშირად აზრიც არ აქვს ამ სეთინგებს, მაგალითად რად მინდა მაქსიმალური გეომეტრიული ეფექტები და დაბალი draw distance ან პირიქით? ჯობს ყველაფერი დაბალანსებული იყს. (4K-ზე დიდი განსხვავება არაა ტოპ ვიდეობარათის FPS-ზე ბიუჯეტურ და ენთუზიასტური დონის ცენტრალურ პროცესორებს შორის), თუმცა როგორც იქვე არ უნდა გავიქცეთ და Core2Duo-ები ვიყიდოთ ყველამ, 775 პლათფორმაზე PCI Ex 1.1 რევიზიისაა მაქსიმუმ როგორც ვიცი, ამიტომ თანამედროვე და მომავალ თამაშებს მაღალ რეზოლუციაზე მეხსიერების გამტარიანობაც დაალიმიტებს თუდაც პროცესორი მოერიოს გრაფიკულ ძრავს,
ამასთან თანდათან ახალი ძრავები გამოდის მეტი ბირთვის მხარდაჭერით (ისევ BF1 მშვენიერი მაგალითია) და მომავალში კიდევ მეტი გამოვა
მოკლედ, 775 პლათფორმაზე შეგიძლია Titan Xp-ც (ბოლო თაობის) დააყენო და იმუშავებს, მაგრამ არც ისე ჭკვიანური იქნება

როგორც გირჩიეს GTX 750-დან 1050-მდე რომლის ყიდვასაც შეძლებ ის დააყენე, მაქსიმუმ 1050ti, მეტი შორს არ ღირს წასვლა
თუ ახალ თამაშებს აპირებ გირჩევ ახალი თაობის ვიდეოს, თუმცა PCI Ex-ის ლიმიტის გამო მეეჭვება უფრო სწრაფი მეხსიერება დიდად განსხვავებულ შედეგებს იძლეოდეს, უბრალოდ დრაივერები გაცილებით ოპტიმიზირებული იქნება ახალ კარტებზე, თან დაბალბიუჯეტური ბარათებიც კი მაგალითად 1030 მშვენიერი ვარიანტია განსხვავებით წინა თაობის დაბალ ბიუჯეტური ბარათებიდან (730, 740, 610, 620 და მსგავსი ნაგავი გაიხსენე)