#52066953 · 26 Jan 2018, 19:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გააჩნია როგორი მოგწონს, კარგი ხარისხიანი მემბრანული სვიჩებიც ძალიან სასიამოვნოა ასაკრებად და სათამაშოდაც, ისე ძალიან დიდი არჩევანია სვიჩებში და ზუსტად ისეთი შეგიძლია აარჩიო როგორიც მოგწონს და თუ გიღირს, იყიდო.
ახლა მაგალითად AZIO-ს MGK1-K მაქვს Kailh Brown სვიჩებით (MX Brown-ის ანალოგები) არც ძალიან ძვირია როგორც MX Brown-იანი კლავიატურები. გეიმიმისთის ძალიან კარგია, თუმცა დასაბეჭდათ ვერ დავამუღამე სიმართლე გითხრათ (ეგ კი არა მკრეხელობასაც ვიკადრებ: ლეპტოპის დაბალი მემბრანული კლავიატურა მირჩევნია ასაკრებად, ძველი IBM Thinkpad-ის კლავიატურები ხომ საერთოდ...)
თუ კლავიატურის სინდრომი (თუ რაც ქვია, თითები რომ გტკივა ბევრი აკრებისგან) გაწუხებს პირიქით მემბრანული რბილი, დაბალი სვიჩებია რეკომენდირებული, მოკლედ, რაც მოგწონს იმაში უნდა გადაიხადო ფული და დაიკიდო მექანიკურია თუ მემბრანული.
|