სტაბილიზაციაზე არ არის საუბარი...... სტაბილიზაცია 20 ლარიან უბრალო კვების ბლოკსაც საუკეთესო აქვს.... აქ საუბარია პულსაციაზე და პულსაცია ემატება პირველ რიგში როცა რეალურ სიმძლავრეს ცდება დატვირთვა, არ აქვს მნიშვნელობა თუ გინდა ხარისხიანი კვება იყოს და დიდი სიმძლავრის... მაქსიმუმ დატვირთვა 70..75%-ს არ უნდა გადაცდეს რა სიმძლავრეც აწერია, ..... მაგალითად თუ არის 1000 ვატიანი ეგ არ ნიშნავს რომ მიუშვა და 900..1000ვატზე დატვირთო...ხანგრძლივად. რეალური სამუშაო რეჟიმი არის 700...750 ვატი....1000 ვატი ეს არის პიკური სიმძლავრე და მცირე დროით თუ მოითხოვა სისტემამ არ არის პრობლემა... ეს ხარისხიან კვებებზეა საუბარი და ნორმალურ ბრენდებზე თორემ მასე უხარისხო კვებებზე ბევრად ნაკლები აქვს მაჩვენებელი.
ასევე იმატებს დროთა განმავლობაში პულსაცია როდესაც კონდესატორები ჯდება და ნელ-ნელა შრება..... ამიტომ არის შეიძლება არ გაიბეროს მაგრამ გამოშრეს კონდესატორები, არის მსგავსი შემთხვევებიც.... აქედან გამომდინარე მეორად კვებებს რომ ყიდულობთ ებაიზე იაფად.... ადექი და არკვიე ეხლა რამდენი წლის ნახმარია, იქნებ ამუშავა კაცმა სამი ოთხი წელი და მერე ყიდის....?.... მსგავსი კვება უკვე სარისკოა და გამოდგომაზეა, შეიძლება კიდე გაგიქაჩოს 1-2 წელი ან გასხას მალე..... რას გაიგებ...
ასევე შემოიყარა სპეციალური სამაინინგო კვების პლოკები იაფად დაითრევ კაცი, 8 კარტას აერთებ უწერია 1600....1800 ვატი.... რეალურად როგორ უნდა ღირდეს მსგავსი კვებები...60...70$ როცა მარტო შტეკერები და კაბელები რომ იყიდო რაც ზედ აქვს ეგენი ღირს მარტო 40$ და შიგ რას დებენ ეს შობელძაღლები ?......
და კარგი ნორმალური სერვერის კვების ბლოკი რომ იყიდო მსგავსი სიმძლავრის ეგენი ღირს 400$..... და ზევით ახლები რა თქმაუნდა....მსგავს კვებებსაც რომ იაფად თრეულობენ ებაიზე ეგენი უკვე არის რამდენიმე წლის ნამუშევრები და ეხლა შეიძლება 40...50$-აც გაყიდოს ვინმემ.... და ეგ არ ნიშნავს რომ ჩვეულებრივი კოპის კვება ჯობია ხარისხით სერვერულს.... პირიქით სერვერულ კვების ხარისხთან ATX კვების ბლოკი ვერასოდეს მივა რადგან მსგავს კვებებს სხვა ხარისხის სერრთიფიკატი აქვს.... ჯერ ერთი ქულერი რომელიც ზედ აქვს ხოლმე მართალია ხმაურიანია დიდ აბაროტებზე მაგრამ რესურსით 4...5ჯერ აღემატება ჩვეულებრივი კვების ქულერებს.........
კვებებზე მაინც ვერ დამიწერ ისეთ რამეს რაც მე არ შემხვედრია.... 20წელია კვებებს თავად ვარემონტებ და იმდენ კვებას და იმდენ სხვადასხვა სქემას შევხვედრივარ... კარგად ვერკვევი სად რა ხარისხს და სად რა სქემას დებენ..... ერთი პლიუსი ATX ხარისხიან კვების ბლოკებს ის აქვს რომ შემავალი ძაბვის ამპლიტუდური მაჩვენებელი აქვს ძაან მაღალი და რაც სერვერულ კვებებს არ გააჩნია.... სხვა მხრივ უკვე შედარებას ნუ გააკეთებ..... თუ ეხლა მაინინგისთვის გინდა ხარისხიანი ატეიქს კვებებიც არ ღირს იაფი.... 250$ და ზევით ადის ფასები.... ზოგი დაჯე 400$-საც არტყამს ფასსსდა არ ჩამოუვარდება სერვერულის ფასებს და ეხლა რა გინდა თქვა.... მე ისიც მინახავს 1800 ვატიან კვებაზე 6ცალი 1080ტი-საც ამუშავებენ რომლის კვებაშიც 300 ლარი გადუხდიათ და ყრია მსგავსი კვებები 70..80$-ებში საიტებზე ახლები... და მერე რამემ რომ გაასხას ან ან დაიბრიდოს აბრალებენ ვიდეო კარტას....

ააწყობენ კარგ მაგარ სისტემას ბიჭები დადაჟე კეისშიც კი არ ენანებათ ზოგიერთებს ფულის გადახდა და კვებებზე კიდა ჟოშკავენ ფულს დებენ ეხლა ბანძ კვებებს არა მაგრამ არც ისეთ ხარისხიანს...... 2500...3000 ლარიან სისტემას რომ ააწყობ კაცი მსგავს სისტემას 500...600 ლარიანი კვება მაინც უნდა..