პროცესორის და მაზერის კომბოებიდან ორ ვარიანტს გირჩევ, რომლებიც დაახლოებით ერთ ბიუჯეტში ჯდება, ერთ შემთხვევაში პროცესორი იქნება უკეთესი, მეორეში მაზერი. სურვილის შემთხვევაში ერთმანეთში გადანაცვლებაც შეიძლება :დდ
1. Ryzen 5 5600x + X570 Asus Tuf Gaming = 300$ + 190$= 490$ ეს პროცესორი თამაშებში არის ახალი i7-ების დონე, ბევრ თამაშში სჯობნის კიდეც, ნაკლებ დენს მოიხმარს, უფრო გრილია, ქეშიც მეტი აქვს და მაზერს ექნება PCIe 4 სლოტი.
2. Ryzen 7 5800x + B450 Tomahawk MAX = 1500₾ + 400₾ = 1900₾ ეს პროცესორი უფრო ძვირიცაა ახალ I7-ებზე, მაგრამ თან ყველაფერში სჯობნის, უფრო სწრაფი ბირთვები, გაუმჯობესებული აიპისი, მეტი ქეში და ა.შ. და ეს შედარებით იაფიანი მაზერი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში, 12 ბირთვიან ცპუ-ებსაც კი უპრობლემოდ ამუშავებს.
რაიზენს იმიტო გირჩევ, რომ ახალი რაიზენ 5 არის i7-ის კონკურენტი პერფორმანსით, რაც იმას ნიშნავს, რომ იმავე მაზერზე აფგრეიდი რაიზენით უფრო მარტივად შეგეძლება.
ნოქტუას ეგ გაგრილება კია ძაან კარგი, მაგრამ Scythe Fuma 2 თითქმის იგივე დონეა, 40 დოლარით ნაკლებად. თან 6 და 8 ბირთვიან ცპუ-ზე 100 დოლარიანი გაგრილება არ გჭირდება საერთოდ, მით უმეტეს ახალ რაიზენზე. სჯობს ეგ დაზოგილი თანხები ვიდეოკარტას მოახმარო.
RM750x - 130$ ეს კარგი კვების ბლოკია ძაან, ბრენდიც გამოცდილია და ეს მოდელიც. EVGA G2 სერიაც ასეთივეა, მაგრამ არ აქვთ სტოკში.
WD_Black 500GB SN750 NVMe - 65$ (სსდ-ები კარგ ფასებში იყიდება ახლა და შეგიძლია მეორეც დაამატო. X570-ებს ორი სლოტი აქვთ მ.2 სსდ-ებისთვის, ბ450-ებს მხოლოდ ერთი, ამიტომ მეორე სსდ სამსუნგ ევო 860 შეგეძლება.)
რამი 16 GB საკმარისია გეიმინგისთვის და რამდენიმე წელი იქნება კიდეც, მაგრამ რენდერინგსაც თუ აპირებ, 32 დაითრიე. 150$-200$ რეინჯში.
მონიტორებში sweet spot-ად 1440p 144hz-ზე ითვლება, მაგრამ ვიდეოკარტაც ძლიერი დაგჭირდება ამ შემთხვევაში.
თუ ძლიერ ვიდეოკარტაზე ვერ გაიწიე, მაშინ 1080p მონიტორი მოგიწევს, მინიმუმ 144hz ჰქონდეს, გირჩევ. ასევე Freesync ან Gsync. IPS პანელი კარგი ვარიანტია.
ბრენდებიდან, მაგ ფასის რეინჯში მე viewsonic-სა და AOC-ს ვენდობი. Acer Predator-საც აქვს ძალიან კარგი მონიტორები.
აი, ეს ძაან კარგ ფასშია ახლა ჩავარდნილი
https://www.amazon.com/Acer-XB253Q-Gpbmiipr...17091844&sr=8-624.5 ინჩიანია ოღონდ, იმიტო რო ფულ ჰდ 27 ინჩიანზე არ ღირს ჩემი აზრით. მაგრამ ნუ შენი გადასაწყვეტია.