jarmela01jarmela01მოდი მარტივად აგიხსნი რაღაცეებს და მიხვდები

სიტყვა "რეალური" კვებასთან მიმართებაში ნიშნავს 12 ვოლტზე რამდენი ვატის გამოცემა შეუძლია კვებას. ეხლა ფიზიკას ვიხსენებთ: W=VxA, ანუ თუ კვებას ერთ 12 ვოლტიან რეილზე შეუძლია მოგცეს 15 ამპერი, ნიშნავს, რომ მაგ კონკრეტულ რეილზე მაქიმალური სიმძლავრე = 12x15 =180 ვატი. როცა 2 ან მეტი რეილი აქვს 12 ვოლტიანი, არ ჯამდება ამპერების მაჩვენებლები, ვინაიდან კვების ბლოკი 2-ივე რეილზე ერთნაირი სიმძლავრის დენს ვერ იძლევა მუდმივად, და თუ იძლევა, ისიც ხანმოკლედ და მუშაობს ექსტრემალურ პირობებში. რაც შეეხება 80+ სერტიფიკატს, ამასაც აგიხსნი მარტივად რას ნიშნავს: მაგალითად გაქვს 1000 ვატიანი კვება 80+, თუ შენ მას ამუშავებ მაქსიმალურ 1000 ვატიან დატვირთვაზე, შტეფსელიდან მოიხმარს დაახლოებით 1200 ვატს(+/-50 ვატი), თუ 100 ვატიან დატვირთვაზე ამუშავებს, დაწვავს 120-125 ვატს.
This post has been edited by vaso220990 on 1 Apr 2019, 01:13