shako-74სხვაობას შეიძლება კარგად ამჩნევდე, მაგრამ ეგ სხვაობა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და ღირებული, რომ მაგის გამო ისეთი თამაში არ გადმოწერო და არ ითამაშო, რომლის მუღამიც გაქვს.
ულტრასა და ვერი ჰაის ან ჰაის შორის ისეთი კოლოსალური სხვაობები აღარ არის თანამედროვე თამაშებში. ეგ კი არა, ვიტჩერში თმების სეთინგი სახეს აძრობს ფპს-ებს და თავიდანვე გათიშული მქონდა. მერე ვიდეო ვნახე და გამოვყლევდი, იმდენად არაფერი არ იყო და რა აზრი აქვს ეგეთების ჩართვას.
და ბევრია ხოლმე მსგავსი სეთინგი.
ასასინსს რაც შეეხება, 40-მდე მქონდა ფპს ავტოსეთინგებით, მერე რაღაც ვიდეო ვნახე, რომელშიც 1060 6 გბ-სთვის ოპტიმალური სეთინგები ეყენა ასასინის სათამაშოდ და ეგ დავაყენე, ნვიდიას კონტროლ პანელიდან მაქსიმუმ პერფორმანსი მივუთითე და ახლა 50-70 ფპს-ით ვთამაშობ ხოლმე ბევრად უკეთესი გამოსახულებით, ვიდრე ავტოზე იყო. და 60-ზე დაბლა რომ ჩამოდის ხოლმე, ეჭვი მაქვს რომ ეგეც პროცესორის გამოა, i5 7600K მაქვს და რაიზენის 6/12-იანი რომ მქონდეს, უკეთ გავართმევდი თავს. თან უბისოფთი ცნობილია ცუდი ოპტიმიზაციით ისედაც, მხოლოდ კარტის ბრალი არაა.
აი, აქ არის ასასინ ოდისეის გრაფიკა კარგად შედარებული სხვადასხვა სეთინგის მიხედვით.
საბოლოოდ, კაცია და გუნებაზე გავდივართ მაინც, მე პირადად 1060 6 GB-ის გამოცვლას არ ვაპირებ ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ ახალ თამაშებსაც კი ძალიან კარგად მათამაშებს.
აგერ ფარ ქრაი 5-ზე თითქმის ყველაფერი მაქსიმუმზე მაქვს და 70-80 ფპს მიჭირავს ხოლმე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პ.ს. ისე, რამე აქტიური განყოფილება არ გვაწყენდა ასეთი დისკუსიებისთვის
This post has been edited by Manuelo Costa on 17 Aug 2019, 12:02
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".