lordilidanlordilidanრახამ მთხოვ გასწავლი

დავიწყოთ იმით რომ პროცესორის დეგრადაცია ნიშნავს სილიკონის ფიზიკურ ცვეთას, რომელიც გამოწვეულია მაღალი ძაბვით და მაღალ ტემპერატურებზე ხანგრძლივი მუშაობით, დეგრადაცია ძირითადად ვლინდება სისტემის არასტაბილურობაში, გატესტვას რაც შეეხება, გაანულე BIOS-ი ქარხნულ პარამეტრებზე, გადატვირთე სისტემა და თუ პროცესორი ქარხნულ სიხშირესა და სტანდარტულ ძაბვაზე ბლუ სქრინს ამოაგდებს ან მუშაობის დროს აპლიკაციებს გათიშავს ეს დეგრადაციის პირველი ნიშანია, მეორე ვარიანტია, WHEA-Logger-ის შეცდომების შემოწმება, ოპერაციულ სისტემაში, შეამოწმე აპარატურული შეცდომების ჟურნალი, გახსენი Event Viewer -> Windows Logs -> System და მოძებნე WHEA-Logger (Event ID 18 ან 47) გაფრთხილებები/შეცდომები, თუ სისტემა რეგულარულად აფიქსირებს შიდა აპარატურულ შეცდომებს (Internal Parity Error / Cache Hierarchy Error) თუნდაც როცა კომპიუტერი იდეალურად გრილია ეს პროცესორის მიკროსქემების ცვეთაზე მიუთითებს. მესამე ვარიანტი, სტრეს-ტესტების გაშვება (OCCT ან Prime95), თუ ტესტის დაწყებიდანვე ან სულ რამდენიმე წუთში რომელიმე ბირთვი (Core) აფიქსირებს შეცდომას (Error Detected) ან ტესტი ითიშება მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა ნორმაშია, ეს ნიშნავს რომ ბირთვები ძაბვას ვეღარ უძლებს ამ დროს ძაბვის (Vcore) მოთხოვნის ზრდას უნდა დააკვირდე, რა ძაბვას აწვდის დედაპლატა პროცესორს მუშაობის დროს, პროცესორმა სტაბილურად უნდა იმუშაოს იმავე სიხშირეზე რა სიხშირეზეც ქარხნულად მუშაობდა გამოსვლისას და ტესტის დროს თუ უფრო მაღალი ძაბვა სჭირდება ბირთვებს ეს სილიკონის დეგრადაციის პირდაპირი ნიშანია, ისე დეგრადაციის შემოწმების გარდა ყიდვისას კიდევ სხვა ბევრ რამეზეც ვამოწმებ პროცესორებს რასაც აღარ ჩამოვწერ. შენ ახლა ის მითხარი რეალურად მე რა მიზნითაც გავხსენი ეს თემა შენი კომენტარები მაგასთან დაკავშირებით რამით მეხმარება თუ არა? არავისთვის არ მითხოვია არც ჭკუის დარიგება და არც განათლება, მითუმეტეს კომპიუტერულ საკითხებში, მე მაქვს კონკრეტული მიზანი, მჭირდება 14900K ან KF რომ გავცვალო 12900K-ში ჩემგან თანხის დამატებით, გააქვს 14900K ან KF? ხაარ დაინტერესებული გაცვლით? თუ კი მაშინ მომწერე გაცვლის პირობები თუ არა მაშინ კარგად იყავი და ტყუილად ნუ მაკარგვინებ დროს და ნუ მირევ თემას.