მანდ იყო მისული ჩემი და iphone 6s-ზე. არ იტენებაო ამ მიზეზით ტიპებმა 1 კვირა უტრიალეს ტელეს, მერე დაურეკეს მივიდა და პლატაა დამწვარიო და გამოცვლა უნდაო. ძალიან ძვირი ღირსო ესენიო და გადააგდო ჯობიაო. მე რო მითხრა ეგ ამბავი ეგრევე ვკითხრე მობილური თუ ირთვებათქო. რო მიაერთებ სატენზე დამჯდარი ბატარეა ახატიაო. ჯერ რა დურაკი იყო ის ტიპი ვინც ეგ უთხრა. პლატა დამწვარზე ეკრანი ირთვება და იმასაც წერს რომ ბატარეა დამჯდარია არა? მოვატანინე ჩემთან. ერთი დამტენი ვცადე იგივე ქნა, მერე გაცილებით ძლიერი დამტენი მივაერთე და 30 წუთში დაიწყო დატენვა! ელემენტი აქვს დასუსტებული. რო ვუთხარი დაგიჯდა და ისე გაგეთიშა მეთქი კიო

მისი დამტენი ვერ ტენის, ბევრი დამტენი ვერ ტენის და ეს ჩემი ძლიერი დამტენი ტენის კარგი კაბელით! ბატარეა კია შესაცვლელი ტევადობა ექნება დავარდნილი საკმაოდ, მაგრამ ტელე მუშაობს! აი ასეთი დურაკი ტიპი ზის და მობილურებს აკეთებს.
ამას გარდა თანამშრომელს ქონდა მიტანილი nexus 5 კამერას რთავდა ხან, ხანაც ითიშებაო და რესტარტდებაო და ზარის ხმა არ ისმისო და ა.შ. ხელოსანმა იასნია პლატაა გაფუჭებული და გამოსაცვლელიო 150 ლარი მოთხოვა! ამანაც მე დამირეკა იქნებ იცოდეო. ხოდა სიმპტომების მიხედვით ძალიან მარტივად ვუთხარი რომ ჩართვის კნოპკის ბრალიათქო. ყველა მიზეზს ხსნიდა. ორჯერ დაჭერა კამერას რთავს, დიდხანს დაჭერა არესტარტებს ან თიშავს და ზარის დროს დაჭერა ხმას თიშავს. ebay-დან გამოვუწერე და რადგან არ მქონდა მაგ დროს კარგი პატარა სარჩილავი ხელოსანთან გავუშვი ღილაკი გამომიცვალე მიზეზით და 10 ლარად გამოუცვალეს ეგ ტელე დღესაც მუშაობს!
ამას გარდა მეც გადამხდა ფილარმონიასთან რო სახელოსნოა გაყოლებაზე. nexus 5 მივიტანე 2-ჯერ გააკეთეს ერთხელ 1 თვე იმუშავა მეორედ 1 დღე. პლატააო გაფუჭებულიო მანდაც მითხრეს. გამოვწერე დამტვრეული და brute force-თ აღმოჩნდა display flex კაბელის ბრალი!
კაროჩე ნორმალური ხელოსანი სანთლითაა საძებნი. ეს "პლატაა ბრატ დამწვარი" ტიპები გაგებაში არ არიან. მარტო დაპაიკება იციან ისიც თუ იავნად ხედავენ რო დასაპაიკებელია! მარა იმ nexus 5-ზე ისიც ვერ მიხვდა რომ ღილაკის ბრალი იყო.