საღოლ! ზოგი მართლა სახალისო თემაა და დაგეთანხმებით, ხშირია გამაოგნებელ-შემაძრწუნებელი კითხვები კლიენტებისგან
რამდენიმე დღის წინ ვყიდი HTC Inspire 4G-ს და მირეკავს ასაკოვანი ბათუმელი კაცი, მარკეტზე ნახა განცხადება და მეუბნება:
ტელევიზორში ვნახე აი შენი ტელეფონი "და"

სა ხარ შენ საგნახო? ბაღნიესთვის მინდა "და"

მე ვუთხარი, თბილისი ვცხოვრობ-მეთქი და არაა პრობლემაო, ზღვისკენ რომ წამეხვიდე დამირეკე "და"

როცა არ უნდა იყოს ამ თვეში, იმ თვეში ევიღებ "და"

კიდევ ერთი, ნოკია მქონდა 8800 ვერცხლისფერი. მირეკავს ერთი გოგო და მიუხედავად იმისა რომ, კლიენტს მე ვუნიშნავ სულ ყოველთვის შეხვედრას სადაც მე მაწყობს, ძაან მთხოვა და დამიბარა რუსთაველის მეტროსტან. მოვიდა მოგებრებთან ერთად, ნახა და უი რკინა ყოფილა არმინდაო, რკინა ცივიაო,

საბოლოოდ იქვე მისმა მეგობარმა იყიდა

ასე რომ ზოგჯერ საჭიროა მობილური გამათბობლებით

ფასის დაკლებაზე აღარაფერს ვიტყვი, დააფასებ 500-ს და შემოგთავაზებენ 315 ლარს

აიფონი მქონდა 4G 32GB-იანი, ცოტა ხანი მე ვხმარობდი და ვყიდიდი მერე 750 ლარად, მაგარ მდგომარეობაში იყო და მირეკავს ერთი "ჯიგარი" მეუბნება: ვყიდულობო, 250 ლარს გაძლევ ეხლა და მერე 1 კვირაში დანარჩენსო, ხვალ ქორწილში მივდივარ და არ გამიტეხოო
This post has been edited by Ge_order on 11 Jul 2012, 14:22