#35823726 · 31 Mar 2013, 10:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
withoutanyname
QUOTE | და ერთხელ თუ დარეკე და შეანახინე მეორედ და მეათედ დარეკვა რაღად უნდა ? |
მეორედ დავურეკე შაბათს, რომ მინდოდა მეთქვა რომ ცოტა ხანში მივიდოდი და ვიყიდდი. ეხლა გასაგებია რატომ დავურეკე?
CINIKOS
QUOTE | აქედან დაგეწყო ბარემ რით ვერ გაგიეთ თეთრი-შავი მაინც პიარია !!!!! |
მე მობიში ვიყიდე გუშინვე, მაგრამ პრობლემური მობილურები რომ აქვთ სულ სხვა მაღაზიაში მითხრეს! (თუ გაინტერესებს, კართის მოსაჭრელად სადაც შევედი იქ. რადგან მობიში არ ჭრიან) და სად უნდა დამეწყოო რა თქვი?
UMTS
QUOTE | რამე ბლატნოი ნომერით დაურეკე თუ რატო უნდა შეენახათ? |
"უნდა" ვახსენე სადმე? იმიტომ დავურეკე რომ მაინტერესებდა, თუ შეიძლებოდა რომ გადაენახათ შაბათ დღემდე რადგან კვირის დღეებში გვიანობამდე ვმუშაობ!
P.S. ისე ნომერი "ბლატნოი" მაქვს
PITA777
QUOTE | 4 მობილური მაქ მანდ ნაყიდი საკმაოდ ძვირიანებიც...და 1 პრობლემაც არქონია. რაც მართალია მართალია. |
ძალიან კარგი, მე არ მქონია შეხება მაგათთან. რაც მითხრეს, ის დავწერე
Gadze
QUOTE | უცნაურია, საერთოდ რატომ გითხრეს რომ შეგინახავდნენ... სასტუმროში ვმუშაობ და ეგრე დარეკილზე არავის ვუბრონავთ ნომერს... |
ხო, აი ეს უკვე მეორე საკითხია. რომ ეთქვათ, ვერ შეგინახავთო.. დავემშვიდობებოდი და ამით დამთავრდებოდა. საქმე მაგაშია რომ მითხრეს, შაბათს მთელი დღე შეგინახავთო
mamukap
QUOTE | უკაცრავად მაგრამ თავი სად გგონიათ? ნუთუ უკვე ევროპაში ვართ??? |
ხო, სამწუხაროდ ევროპა ნამდვილად არ ვართ. ეს ვერ გავითვალისწინე
მაზანა
QUOTE | მე რო ვიყო არ დავბრონავდი რაღაც ნიტო პონტია მაინც რო არ მიხვიდე და გადააგდო დიდი შანსია და იმიტო გაყიდეს მე ზუმერში ბევრი ტელეფონი მიყიდია და ვიყიდი კიდევაც უბრალოდ ეგ არ უნდა გწყენოდა აი რო მისულიყავი და გეთქვა რაც სამწუხაროდ ვერ შეძელი და შემდგომში მისულიყავი განაწყენებული კი არა დედა უნდა გეტირა მთელი ზუმერისთვის |
და რატოა ნიტო პონტი.. დავურეკე, ავუხსენი სიტუაცია და არ არის პრობლემა შეგინახავთო მითხრეს. გადაგდება თუ გინდა, ყველას გადააგდებ.. მაგრამ ამ დონეზე უნდობლობა არ უნდა იყოს. მაშინ ის მაინც უნდა უთხრა რომ "ვერ შეგინახავთ" და სხვანაირად დავგეგმავდი. რომ მივსულიყავი ვიყიდდი კიდეც, საქმე მაგაშია რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებდი მისვლას
მაზანა გაიხარე, დიდი მადლობა
--------------------
"Hey you bastards! i'm still here!"
|