ნომერი არ ვიცი, მაგრამ ადგილს გეტყვი სადაც მე შემიცვალეს: დინამოს სტადიონის პირდაპირ, წინამძღვრიშვილის ქუჩIს კუთხეში არის 3 სართულიანი ძველი აგურის შენობა, სადაც ცვლიან შუშებს, ქუჩაში სარეკლამო ბანერი აქვთ დადებული და ჩაკბეჩIლი ვაშლი და ანდროიდი ახატია, მაგით მიხვდები, სადარბაზოშI უნდა შეხვიდე და მე-2 სართულია.
მე გამომიცვალეს აიფონ 5ს შუშა და კარგად გააკეთეს, 85 ლარი გადავიხადე, სავარაუდოდ ეგეც იგივე ეღირება, მაგრამ დაზუსტებით ვერ გეტყვი.
კიდევ პასაჟის სავაჭრო ცენტრში, მობილურების რიგი რომ არის, ბავშვთა სამყაროს პირდაპირ, 210 მაღაზიის გვერდით მითხრეს, მაღაზიის ნომერი არ მახსოვს, მაგრამ 210 მაღAზიამდე რა მაღAზიაც არის მანდ უნდა შეხვიდე . მანდ 70 ლარი მითხრეს, მაგრამ როგორ ცვლიან ვერ გეტყვი.
მეტი მეც არ ვიცი და სხვებიც თუ დაწერენ ყველას გამოგვადგება