jkjamboაუ რამდენი მეც.

რაღაც 40 თეთრით და ლარით რომ გადაცდებოდა თან კურსის გამო
მოკლედ ასეა:
იყიდე ნივთი 290 ლარად და გამოგიგზავნა სელერმა. წესით არ უწევს განბაჟება ხომ.
ჩამოვიდა ნივთი საბაჟოზე და გააჩერეს თუ არ გააჩერეს, ამ დროს კურსმა ისე აიწია რომ ამანათის ფასი გახდა 310 ლარი,
შესაბამისად საბაჟომ მიარტყა "განსაბაჟებელია" და წესით უწევს განბაჟება (არადა რა სისულელეა ხომ, 290 ლარია რეალური ღირებულება ნივთის

მარა ეს კიდიათ )
ჰოდა ჩამოვიდა ამანათი გადამზიდში, მაგალითად უსა2ჯორჯიაში და აწერია "განსაბაჟებელია". ეს ნივთი რომ გაიტანო აუცილებელია რომ განაბაჟო.
მაგრააააააააააააააააამ...
ხომ განსაბაჟებელია კურსის მიხედვით, მაგრამ შენ თუ ამ ნივთს არ გაიტან, და დაელოდები რამოდენიმე დღე ან კვირა, და კურსმა ისე დაიწია რომ ამანათის ფასი გახდა 295 ლარი(299.9-ც საკმარისია), აი მაშინ მიხვალ უსა-ში, ახვალ მეორეზე და ეტყვი, ჩემ ამანათს წესით არ უწევს განბაჟება იმიტომ რომ 300 ლარზე ნაკლებია ღირებულება კურსის მიხედვითთქო...
ჰოდა ამ შენ ნივთს რომელიც წესით უნდა განაბაჟო და სტატუსი აქვს "განსაბაჟებელია", დააკორექტირებენ იქვე, გაიანგარიშებენ იმ მომენტის კურსით ნამდვილად არის თუ არა 300-ზე ქვემოთ, და თუ მართლა მასეა, იქვე აკორექტირებს და სტატუსს უცვლის, გატანს ამანათს რომელიც აღარ არის განსაბაჟებელი, რადგან ღირებულება იმ დღეს 300 ლარზე ნაკლებია.
ასე რომ, გატანის დღეს აქვს მნიშვნელობა და არა სხვა რომელიმეს, ასე მითხრა თავად უსა-ს წარმომადგენელმა მეორე სართულზე, მეც დავუჯერე, ვცადე და მართლა მასე აღმოჩნდა.
ასე რომ გაითვალისწინეთ.
პ.ს. იმედია გუშინ და დღეს არაფერი შეცვლილა, აქამდე მასეა ყოველ შემთხვევაში.