მოკლედ, ჩემი 5S-ი რომელიც სადღაც 1 თვის წინ ჩამომივიდა და თემაც მაქვს გახსნილი და არაფრით გაიყიდა, დავწერ ეხლა რეალისტურ აღწერას, რადგან ვიყენებდი პირადად 1 თვის მანძილზე და თავიდან ბოლომდე გადავტესტე.
მუშაობს: აბსოლუტურად ყველაფერი თავის თაჩ აიდით და ყველაფრით იდეალურად. მინიონებს ვთამაშობ შუადღის მერე და ელემენტი ძლებს მხეცივით ნახევრამდეც ვერ დავსვი.
ვიზუალი: ეკრანი უნაკაწრო აქვს საერთოდ ბრონი დამცავით ჩამოვიდა ეგ, კორპუსზე აქვს საშუალო ხმარების კვალი, არაფერი ისეთი და რა თქმა უნდა არანაირი ბზარები.
რაც პირადად შევნიშნე: ჩამოსვლისას, ასეთი რამ შევამჩნიე, ბოლომდე განათებულ ეკრანზე ძალიან ძალიან ძლიერი, ეკრანის გატეხვამდე ძლიერი დაჭერისას, განათებამ ცოტა დაიწია და ასე იყო რამოდენიმე წუთი, შემდეგ ჩვეულებრივად გასწორდა. მას შემდეგ კიდევ ერთხელ ვცადე სასტიკად ჩავაჭირე ეკრანს კინაღამ გავტეხე გაბრაზებულმა და ისევ მოუვიდა და ისევ გასწორდა. მაგის მერე გავიდა ძალიან დიდი დრო, ტელეფონს ვიყენებ პირადად და არც ერთხელ არ დამართნია მსგავსი, არც ეკრანის გატეხვამდე დამჭირვებია თითის დაჭერა და არც არავის დასჭირდება ასი წელი, ხოდა ეს მიზეზით არ არსებობს ჩათვალეთ, მასე ნებისმიერი ტელეფონის ეკრანი გაფუჭდება ძლიერი ჩაჭერებით.
რომ შევაჯამოთ ტელეფონი მუშაობს იდეალურად, ყველა ფუნქციით და ყველანაირად, ჯამში ძალიან მაგარი 5S-ია უნაკაწრო ეკრანით და იდეალური მხეცი ელემენტით.
მოვაყოლებ USB კაბელს და გაგატანთ უცვლელ ძველ ნაჩუქარ გადანაგდებ სამარცხვინო ფასად 350 ლარად... (დაკლებაზე ნუ მომწერთ).
ეს ყველაფერი რომ არ დამეწერა, ასი წელი შეიძლება და დიდი ალბათობით ეკრანის თითებით გატეხვამდე ჩაჭერას არც არავინ მოინდომებდა და ვერასდროს შეამჩნევდით ზემოთ აღნიშნულს, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია და მიმაჩნია, რომ მყიდველმაც ზუსტად ის უნდა იცოდეს რაც გამყიდველმა.






This post has been edited by piltakva on 31 May 2016, 22:38