roshenდაწერე განცხადება პოლიციის სახელზე (პოლიციის რაიონის, განყოფილების ნომრის მითითებითურთ) გაურკვეველ ვითარებაში (სავარაუდო ადგილი/ადგილები და დროის მონაკვეთის აუცილებელი აღნიშვნით) ჩემი კანონიერად კუთვნილი მობილური ტელეფონი ესა და ეს (მოდელი, იმეი, ყუთის ფოტო ამოპრინტებული დანართად პ/მ-ის ასლთან ერთად) გავიდა ჩემი მართლზომიერი მფლობელობიდან და გთხოვთ დაადგინოთ აღნიშნული ტელეფონის ადგილსამყოფელი-თქო ასევე იმის დადგენითურთ, თუ რამდენად კანონიერად, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გარეშე არის დაუფლებული ამ ქონებრივ სიკეთეს ეხლა სხვა პიროვნება-თქო (ვინც დაუფლებული აღმოჩნდება... თუ აღმოჩნდება, ცხადია)... და ჩააბარე ეგ პოლიციის მორიგე მისაღებში.
ანუ არც შამფურს წვავ და არც მწვადს, არ (თითქოს ვერ) უთითებ ზუსტად, მოგპარეს თუ დაკარგე (ამოგივარდა, დაგრჩა...). ვალდებული იქნებიან მიიღონ განაცხადი და ჯეროვანი რეაგირება მოახდინონ.
პ.ს. განცხადებას საადრესატო პოზიციაში მიაწერე: ასლი _ საქართველოს მთავარ პროკურატურას და მართლაც გაგზავნე ფოსტით. ამის გამო მეტ ყურადღებას გამოიჩენენ პოლიციაში, ეცოდინებათ რა, რომ პროკურატურაც საქმის კურსშია შენი განცხადების და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკითხოს პოლიციას მოქალაქის ამ განცხადებაზე რა მოქმედებები განახორციელეთო...
პ.პ.ს. არ მიხვიდე პოლიციაში და ზეპირად არ დაუწყო ლაპარაკი მაპოვნინეთ ტელეფონიო ამ საუბრის ამსახველი ოქმის შედგენის მოთხოვნითურთ, ტექნიკურად ძაან შუსტრად გამოგისტუმრებენ...
This post has been edited by kodeqsi on 20 May 2017, 02:47
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...