მოკლედ ეხლა რაღას იტყვით ?
ვიყიდე ეს მოდელი K 6000
მართლა ეტყობა კორპუსის ხარისხი და ეხლა კაკალი და თხილი უნდა ვიყიდო და ლურსმნებიც მივაჭედო რა მეზობლის კედელზე
ხურობა იქით იყოს
მუშაობს ძალიან კარგად ამუშავებს FB youtube pinterest instagram soundcloud silktv myvideo TTC და ა.შ და რამდენიმე ფოტო სურათის დასამუშავებელ პროგრამას და კიდე რაღაცეებს აღარ მახსოვს ეხლა, თუმცა დიდი არაფერი პროგრამებია მაგრამ მაინც.
რაც შემიძლია ვტვირთავ მაგრამ ვერ გავაჭედინე ჯერ სწარფიცაა ამასთან ერთად. თითქმის ერთ კვირამდეა რაც მაქვს რა ვაწვალებ და ხარვეზები არაფერი არა აქვს !
ეკრანი აქვს ძალიან კარგი
ელემენტი აქვს უძლიერესი რო ვტენი დენი ციმციმებს ხოლმე.
კამერები არაფრით გამორჩეული თუმცა არაუშავს ნორმალურია
ხოდა კიდე ერთიც ამ დღესასწაულებზე სტუმრები გავაგიჟე OTG კაბელით ვაერთებ გამანაწილებელზე და რამდენიმე ტელეფონს ტენის ერთად
ვისაც ჩემსავით ძლიერი ელემენტიანი და ფიზიკურად გამძლე ტელეფონი ჭირდება მოეწონება
მორჩით ეხლა და ნუ აძაგებთ ჩემს ოქიტას

მე როგორიც მჭირდებოდა და რა ფასშიც ეგაა რა

მრავალ დღესასწაულებს დაესწარით