საქართველოში სმარტებს ხომ ძირითადად სამარიაჟო დანიშნულება აქვს

უმეტესობა სამსუნგს ან აიფონს ყიდულობს ისიც განვადებით და მერე გადახდაზე რომ კვდებიან ისე უჭირთ.
რომ ვეკითხები აიფონის მფლობელებს როგორი ტელეფონია და რატომ გიჟდებითთქო ვერ მპასუხობენ, უბრალოდ აიფონია და მორჩა

რა ტელეფონს არ გაუვლია ჩემ ხელში მაგრამ აი რაც ბლექბერს ვეზიარე იმის მერე გახედვა არ მინდა არცერთისკენ. ერთხელ გადავწყვიტე აიფონში გადამეცვალა ჩემი კ1 , უბრალოდ მაინტერესებდა ჩემით დამეტესტა ეგ სისტემა, მაგრამ მივხვდი რომ სისულელე იქნებოდა დიდი.
მოკლედ, ჩემი აზრით სამუშაოდ ყველაზე კარგი, ნუ საქმიანი ადამიანებისთვის რა ბლექბერი შეუდარებელია მართლა.
ნუ საერთოდ ბლექბერის ძველმა სისტემამ და კერძოდ პასპორტმა მე თუ მკითხავთ დროს გაუსწრო საერთოდ მაგრამ მოკლეს...
რატომაა კ1 ჩემთვი საუკეთესო:
1. ფიზიკური კლავიატურა-საკმაოდ ბევრი წერა მიწევს, როგორც არ უნდა თქვა ფიზიკური კლავიატურა შეუდარებელია, თუმცა საერთოდ ვირტუალურიც ძალიან მაგარი აქვს ტრადიციულად ბლექბერს
2. მენიუ აქვს აი რასაც ქვია საქმეზე მორგებული-მაილები, სმს-ები ორგანაიზერები
3. კამერა არ არის ჩემთვის პრიორიტეტი მაგრამ საკმაოდ კარგი აქვს
4. საკმაოდ სწრაფია და არ ჭედავს. (ყოველ შემთხვევაში ჩემი, ბლექ ედიშენი მაქვს) სხვა არ ვიცი
ვფიქრობ საკმაო ხანი მეყოფა ეს ტელეფონი და არც ვაპირებ ჯერ ჯერობით გამოცვლას