მაქვს შემდეგი ანტიკვარული მობილურები იაფად და მაწყობს როგორც გაყიდვა, ასევე გაცვლა შემდეგ ნაწილებში
dd3 4gb 1600mhz ან dd3 8gb 1600mhz ოპერატიულებში ან 120 - 128GB იან SSD -ში
1) Iphone 4 50ლ - ბავშმა ჩამიგდო კომპოტში... ხელოსანს უბრალოდ გავაწმენდინე და მუშაობს, ოღონდ გამოსახულება გაუფუჭდა შეიძლება დროთა განმავლობაში გამოსწორდეს თუ არადა გამოცვლა დაჭირდებაო. შეიძლება კარგმა გაწმენდამ უშველოს... ვიზუალურად კარგ მდგომარეობაშია. ელემენტიც კარგი აქვს.
2) Motorola electrify - 50ლ - ვიზუალურად ცოტა შელახულია და საკმაოდ ეტყობა ხმარების კვალი, რადგან მინიმუმ 6 ადამიანი მაინც გამოიცვალა :დ გაუძლო უამრავ დავარდნას, გადაუარა ბომბკატმა და ეგდო მღვრიე წყლით სავსე ორმოში ( სანამ ჩემი ძმა იპოვიდა ) , მაგრამ მიუხედავად ამისა სისტემურადაც და ტექნიკურადაც ნორმალურად მუშაობს. უბრალოდ როგორც ვთქვი ცოტა შელახულია და ხმის ამწევ-დამწევი ღილაკები აკლია. წერის დროს ვერტიკალურ მდგომარეობაში 1-იანს არ წერს, მაგრამ ჰორიზონტალურად თუ გადააბრუნებ ჩვეულებრივად წერს. არის ვირივით მუშა და ხარივით გამძლე. მიუხედავად ასაკისა საკმაოდ კარგი გამოსახულება აქვს. არის 8გბ იანი ვერსია. ელემენტს არაუშავს. ბუთლოადერი გახსნილი აქვს და მგონი დარუთულიც მქონდა. ნუ ამის დარუთვა უმარტივესია მაინც.
https://www.uscellular.com/uscellular/cell-...ctId=prod240002 3) Nokia 108 Dual SIM RM-944 25ლ - ფარნია ნოკია ( წითელი ფერის ) . ოღონდ ფარანი აღარ უმუშავებს :დ მოტოროლას მსგავსად ძალიან გამძლე და მუშა მობილური. აიფონისგან განსხვავებით მედგრად და დაზიანების გარეშე აიტანა კომპოტში ჭყუმპალაობა. არის 2 კარტიანი. ედება ჩიპი. ელემენტი საშუალოდ უძლებს 2-დან 4 დღემდე. ნორმალური მოხმარების პირობებში შეიძლება კვირაში ერთხელ დატენვაც ეყოს. ელემენტი ცოტა დაღეჭილია, მაგრამ როგორც ვთქვი კარგად უძლებს. ~
https://www.gsmarena.com/nokia_108_dual_sim-5703.php 4) Beeline pro 5 30ლ - ბილაინის 2 კარტიანი სმარტფონი, შავი ფერის. ეკრანი აქვს დაზიანებული, მაგრამ მუშაობს და ტექსტის დაწერაც ხერხდება, თუმცა მე პირადად როუტერად უფრო ვიყენებდი იმ პერიოდში, როცა ბილაინს ულიმიტო ინტერნეტი ჰქონდა ჯერ 5, ხოლო შემდეგ 15 ლარად.. ახლაც ინტერნეტის გასაზიარებლად ვიყენებ, რადგან 4G მხარდაჭერა აქვს და პირველი კარტაზე ბილაინის გარდა სხვა ქსელებზეც განბლოკილია.
ფოტოებს ხვალ დავდებ.