6 ცალი მქონდა ეგეთები, ხელფასში მომცეს თავის დროზე, ძლივს გავხარჯე, არავის არ უნდოდა მათი მიღება ფულად, მეტროშიც კი ვიჩხუბე, ჟეტონის მოყიდვა არ უნდოდა მოლარეს და მერე, იურიდიულზე ვსწავლობდი და პოლიციის გამოძახება ვუხსენე, უფასოდ გადიო, ოღონდ ამ შენი ათლარიანით და ინტრიგნობით შეგვეშვიო, მითხრეს...

ერთიც კაფეში დავხარჯე აჭარულ კაი შებრაწულ ხაჭაპურებზე, გოგოსთან ერთად ვიყავი და აღარაფერი არ მითხრეს...

მაშინ არც საბანკო პლასტიკური ბარათები იყო ხოდში, არც ტერმინალები არსებობდა თითო-ოროლა ეგზოტიკურის გარდა და არც კარფურ-სპარების ქსელები, ჰოდა ერთიც მარშრუტკას შევტენე (მანამდე ბევრმა მარშრუტკის მძღოლმა არ გამომართვა) და ერთიც ფოსტაში გამოვიყენე, დანარჩენები კი ბოლოს მივედი ბანკში და უხმოდ გადამიცვალეს ქაღალდის ფულზე...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...