kodeqsiეგ ადრე)
მოკლედ რაღაც ტაქტიკა უნდა შევიმუშავო ჩემი განცხადებების თაობაზე
1. ფასს არ შევცვლი არასოდეს (თუ რამე წუნი არ აღმოაჩნდა ან დაზიანდა) იმიტომ, რომ როცა ფასს დაბლა ვუწევ, მერე აღარ ყიდულობენ და ელოდებიან კიდევ გაიაფებას
2. ფასიან განცხადებაში აღარ დავდებ, არანაირი აზრი არ აქვს. 5-ჯერ დავდე ზუსტად და ვერაფერი
3. ტელეფონის გარდა სხვა თემაზე ავარიდებ თავს საუბარს. მაგალითად რატომ ყიდი, სად იყიდე, ყიდი-ყიდულობ? და ასე შემდეგ
4. აიფონის, სამსუნგის და ქსიაომის გარდა არაფერი იყიდება, სხვა მოდელს იმ შემთხვევაში ვიყიდი, თუ ძალიან იაფი ეღირება
5. მოვერიდები აშკარა ხმარების კვალით ყიდვას, რადგან ბევრს საჩუქრად უნდა
6. არ გავყიდი გარანტიით, მოვა ადამიანი, ან თვითონ შეამოწმებს ან მე დავუტესტავ ყველა ძირითად ფუბქციას 10-20 წუთის განმავლობაში და ისე გავატან
7. ფასზე როცა შეთანხმებული ვართ ყურმილში და რეალურად ვინც თანხის დაკლებაზე დამიწყებს საუბარს, იმას ტელეფონს არ მივცემ
8. შენახვით ვერავის შევუნახავ ვერცერთი წამით. ვისაც ყიდვა მოუნდება, დარეკოს და მოვიდეს მისამართზე. თუ გაყიდული იქნება, პასუხისმგებელი აღარ ვიქნები
9. ყიდვის დროს დეტალურად შევამოწმებ ყველა ძირითად ფუნქციას
10. რეალური ფოტოები თუ არ მექნება ნანახი და რეალური მდგომარეობა თუ მეცოდინება, ისე არ ვიყიდი. იმ შემთხვევაში თუ ნივთი ახალი არ იქნება
11. ძვირიან სმარტებს თავს ავარიდებ. ძირითადად გავყიდი დაახლოებით 150-600 ლარის დიაპაზონში. აზრი არ აქვს, არ იხდის ხალხი ფულს და არც აქვთ საშუალება, თან მენანება რამე რომ ჭირდეს ბევრის მიცემა
12. ყოველთვის ისეთ ფასს დავადებ, რომ 20-50 ლარი დავუკლო. ყველა მაინც ფასის დაკლებაზე რეკავს თავიდან
13. როცა ტელეფონს ვიყიდი, დავიტივებ 1-3 დღის განმავლობაში. ეგრევე არ გავყიდი, თუ სულ ახალი არ იქნება (მდგომარეობითაც), რათა შვეამოწმო ყველა ძირითადი ფუნქცია
14. ყოველთვის დავდებ რეალურ ფოტოებს
15. ყოველთვის დავწერ დეტალებს: სად არის ტელეფონი, რამე თუ ჭირს, რა მოყვება და ასე შემდეგ
მადლობა გიო