DOCTOR_Nწინა კვირაში, ვიყავი თქვენთან
შესვენებაზე ვიყავი გამოსული და წუთები მიწყვეტდა, ინვოისი, მერე ბანკი მერე ისევ თქვენთან უნდა მომესწრო.....
ნახევარი საათი რომ ველოდე და ვერავინ ვერ მოიცალა, ძალიან ნაწყენი წამოვედი
დრო დავკარგე, რაც მინდოდა ვერ ვიყიდე და ბოდიშიც არავის მოუხდია რომ მალოდინა....
ალაგ ალაგ ძალით წართმეულ პასუხებზე და გზაში დაწეულ ფასებზე არაფერს ვამბობ .....
არადა მინიმუმ 500-600 ლარის დატოვებას ვაპირებდი თქვენთან კოვში, რემენი, დაჩიკები შლანგები და რავი 1000 წვრილმანი მინდოდა..
მესმის რომ შეიძლება არ ეცალოს იმ კონკრეტულ მომენტში ადამიანს მაგრამ ღიმილს და ზრდილობიან ბოდიშს რა უნდოდა?
ადამიანი ვიყავი და გავიგებდი თუ მეცოდინებოდა რომ 15-20 ან 30 წუთში ვიღაც ჩემთვის მოიცლიდა....
დამრჩა შთაბეჭდილება რომ ის ტიპი ვინც შიტოკს ყიდულობდა
ან ის ვინც ახლობელმა გამოაგზვნა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მე რაც ძალიან საწყენია...
ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, ასწავლეთ კონსულტანტს, რომ მომხმარებლის უბრალო პატივისცემა თუ გაქვს არ უნდა აგრძნობინო, რომ სხვა კლიენტი ან ახლობელი უფრო მნიშვნელოვანია და ის გკიდია. აუცილებელი არაა ყველას ყველა მაღაზიაში ახლობლები გვყავდეს !!!!
იმიჯის და კლიენტის კარგვა ხელფასის და მოგების დანაკარგია არ გესწავლებათ მემგონი
საწყენად არ მითქვამს და არც ინტრიგნული გამოხტომაა, თვეებია ჯერ თქვენი სკამების ჩამოსვლას და მერე საშუალებას ველოდები და როგორც იქნა ძლივს მოვახერხე მოსვლა, ჯერ ის გამიტყდა წყვილს რომ ვერ მოვუსწარი, მერე ის რომ მსგავსებს აღარ ჩამოვიტანთო მითხრეს და მერე კიდევ ეს უყურადღებობა.
იმედია სწორად გამიგებთ და რაც მთავარია გამოასწორებთ მომსახურების ხარისხს
წარმატებები...