

შ.პ.ს. “ე.პ.ჯ.” -მ (EURO PROFILE GEORGIA) საქართველოში საქმიანობა დაიწყო 2010 წლის დასაწყისიდან როგორც იტალიური დისტრიბუტორი კომპანია EURO PROFILE-ს წარმომადგენელი . ჩვენი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომანქანების ძარის ნაწილების იმპორტი და დისტრიბუცია.
პირველივე დღიდან კომპანიის პრიორიტეტი გახდა ქართულ ბაზარზე ხარისხიანი,სერთიფიცირებული პროდუქციის მოწოდება. შესაბამისად საქმიანობის სამი წლის თავზე წარმატებით ავითვისეთ ბაზრის აღნიშნული სეგმენტი. ჩვენს მიერ რეალიზებული 2500 მეტი დასახელების პროდუქციის 80% ზე მეტს აქვთ ხარისხის ევროპული სერთიფიკატები. ევროპის ტექნიკური ზედამხედველობის ასოციაციების TUV. THATCHAM. UNICAR მიერ სერთიფიცირებული პროდუქციის შეძენისას კი გარანტირებულია საბოლოო მიზანი, დაზიანებული ნაწილი ჩანაცვლებული იქნას აბსოლიტურად იდენტური, გაცილებით იაფი ნაწილით.
ხარისხის და ფასის გარანტიას წარმოადგენენ აგრეთვე ევროპის ბაზრისთვის უკვე კარგად ნაცნობი პრესტიჟული მწარმოებელი კომპანიები PRASCO(იტალია),RHIBO(იტალია), MAXICAR(იტალია), ISAM(იტალია), ORAN(ესპანეთი), PHIRA(ესპანეთი), EUROSTAMP(იტალია) რომელთა პროდუქციის ექსკლუზიურ იმპორტს და რეალიზაციას ვახდენთ ჩვენ.
2013 წლიდან კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. სამი წლის თანამშრომლობის შემდეგ ე.პ.ჯ გახდა იტალიური PRASCO_ს ( რომლის წლიური ბრუნვა აჭარბებს 35 მილიონ ევროს ) შვილობილი კომპანია რაც ერთის მხრივ გვაძლევს ფასის არსებითად შემცირების საშუალებას, მეორეს მხრივ კი უკვე ჩვენს მაღაზიებში მოხვედრილი საქონლის სრული ასორტიმრნტი დაკომპლექტდება ევროპული ბაზრებისთვის განკუთვნილი პროდუქციით.
* * *
პარტნიორები
2013 წლიდან ე.პ.ჯ _ის მთავარი პარტნიორი გახდა PRASCO (იტალია) TYG GROUP. მისი სავაჭრო ბრუნვა აჭარბებს წლიურ 35 მილიონ ევროს და გვევლინება როგორც აბსოლიტური ლიდერი ევროპის ბაზარზე, ფილიალებით გერმანიაში,საფრანგეთში,ინგლისში, ესპანეთში,ხორვატიაში და უკვე საქართველოშიც. PRASCO წარმოებასთან ერთად ახდენს ევროპული და აზიური ბრენდების ORAN, PHIRA, EUROBAMP, TYC, TONG YANG პროდუქციის დისტრიბუციას
RHIBO made in italy[1]
2010 წლიდან ე.პ.ჯ გახდა RHIBO (იტალია) დისტრიბუტორი ამიერკავკასიაში. RHIBO შეიძლება ითქვას არის ისტორიული საწარმო კონკურენტული ავტონაწილების წარმოების ბაზარზე. იგი შეიქმნა 1936 წელს და შემდგომში FAMS და MAXICAR თან შერწყმით გადაიქცა თუნუქის ძარის ნაწილების წარმოების უდაო ლიდერად ევროპაში
RHIBO_ წლებია წარმატებით თანამშრომლობს BMW და VW_ თან
isamworld
ჩვენი პარტნიორია იტალიური ISAM. იგი შეიქმნა მილანში 60 იან წლებში როგორც FERRARI _ის ერთ-ერთი სეგმენტი და ისტორიული მარკისთვის ამზადებდა ძარის და ინტერიერის პლასტმასის ნაწილებს. წარმოებული პროდუქციის ხარისხისადმი განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ იგი მალე აქცია ერთ-ერთ ყველაზე პრესიჟულ კომპანიად ევროპაში.
სერტიფიკატები
ავტომობილების მწარმოებლების მიდრეკილება განსაკუთრებულად ძვირად გაყიდონ სათადარიგო ნაწილები წარმოშობს კონკურენტული ავტონაწილების არსებობის ობიექტურ საჭიროებას. მაგრამ ვიყიდოთ იაფად ყოველთვის არ ნიშნავს ვიყიდოთ ხარისხიანი პროდუქცია. ამ მხრივ საქართველოში, ხარისხის კონტროლის და სტანდარტების არარსებობის გამო, განსაკუთრებულად ცუდი მდგომარეობაა.
მიუხედავათ სიძნელეებისა ჩვენ ავარჩიეთ ერთადერთი სწორი გზა საეჭვო ხარისხის და მწარმოებლებისაგან თავის დასაცავად, შემოვიტანოთ მხოლოდ სერთიფიცირებული პროდუქცია. ჩვენი სერთიფიკატებიდან ამ მხრივ ყველაზე ავტორიტეტულია გერმანიის ტექნიკური ზედამხედველობის ასოციაცია TUV. სანდოობის ყველაზე მაღალ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს THATCHAM და UNICAR სერთიფიკატები. ზემოთმოყვანილი კვალიფიციური საერთაშორისო სერთიფიკატების არსებობა პროდუქციაზე ნიშნავს გარანტირებულ ხარისხს და საიმედოობას.
This post has been edited by zurix83 on 19 Jul 2013, 18:40