ყველაზე დებილი აუქციონია
ნდობა და რეპუტაცია ჩემ თვალში საკმაოდ დაბლაა და ავხსნი რატომ
მოკლედ ვნახე რამოდენიმე ლოტი რომლის აღწერილობაში არ იყო მითითებული რომ იგი იპოთეკითაა დატვირთული
საკადასტრო კოდის შემოწმების შემდეგ გაირკვა ეს
ყველა სიკეთესთან ერთად დავუკავშირდი ოპერატორებს და იმათმა ჩვენ არ გვეხებაო,ვინც განათავსა ეს ლოტი (ანუ იუსტიციის სამინისტრო) იმათ დაუკავშირდითო....ჯერ რა პასუხია ეს? კაი ჯანდაბას არ გეხება მარა ის მაინც მიაწერე რამდენ თანხაზეა იპოთეკით დატვირთული კაცმა რომ იცოდეს აწყობს თუ არა და რომ შეცდომაში არ შევიდეს ....საჯარო რეესტრიდან ამონაწერში ეს არ ჩანს ანუ თანხა არაა მითითებული,ხოლო ნოტარისუსის არქივებში მაგის გარკვევის დრო ვის აქვს აი მაინტერესებს? იქამდე კი დამთავრდება ეგ აუქციონი
და ასეთი ლოტი უამრავია
სანამ რამეზე ბიდს გააკეთებთ ჯერ კარგად გადაამოწმეთ
მოკლედ მე პირადად ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ აუქციონით.....ხარისხი ნული რასაც ქვია
ხო ის გამომრჩა ,აუქციონის წაგების შემთხვევაში ბანკი 3 დან 5 დღემდე ყინავს საგარანტიო თანხას ესაა მეგა ფეილი რასაც ქვია ხალხო ...არსად არ ხდება მგონი ასეთი რამ ,აპროცენტებენ თუ რას შვებიან ?
ველოდები ეხლა 5 აპრილამდე რომ ბანკმა განმიბლოკოს ეს საგარანტიო თანხა.....100 ლარის დედაც მარა ტეხავს უბრალოდ რა ...
აი სიტყვაზე 10000 ლარი ან მეტი საგარანტიო რომ დამებლოკოს 5 დღით და ამ დროს გამოჩნდეს რამე ვარიანტი გამოდის რომ ვეღარ უნდა მივიღო მონაწილეობა მაგათ გამო ეს ხომ ჩემი უფლებების დარღვევაა....
ტეხავს