ოკკკ
* * *
გთავაზობთ ავტომობილებს იაპონის აუქციონებიდან და სადილერო კომპანიებიდან, თქვენთვის სასურველი ავტომობილის არჩევა და შემოწმება, შეძენა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიამდე, ამჟამად 200 ზე მეტი ავტომობილია შეძენილი,
1. როგორ ხდება მანქანის ჩამოყვანა იაპონიის აუქციონიდან?
ა) ხდება ავტომობილის შერჩევა მდგომარეობის და ფასის მიხედვით
ბ) ხდება აუქციონში მონაწილეობა
გ) აუქციონში გამარჯვების შემდეგ ხდება ანგარიშსწორება
დ) ხდება ავტომობილის ტრანსპორტირება ფოთამდე
დეტალურად:
2. რა ჯდება მანქანის ჩამოყვანა?
მანქანის ჩამოყვანის ფასი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან:
ა) მანქანის შეძენა ხდება აუქციონზე ვაჭრობის შედეგად, ანუ თვითონ მანქანის საფასური,
ბ) მანქანის ტრანსპორტირებისთვის მომზადება, ექსპორტი, კონტეინერში ჩატვირთვა , ანუ შიდა ხარჯები - 550$ დან 650$ მდე, ფასი დამოკიდებულია აუქციონის ადგილმდებარეობაზე
გ) კონტეინერის ტრანსპორტირების საფასური, ფასი დამოკიდებულია მანქანის ზომაზე - 640$ დან 800$ მდე
აქ მოყვანილი ფასები შეიძლება შეიცვალოს იაპონური იენის და დოლარის გაცვლის კურსის მიხედვით.
3. როგორ მოვძებნოთ მანქანა?
ა) შედიხართ ვებგვერდზე
http://www.carauction.ge ან
http://arsenal.aleado.ruგ) ძებნაში ეძებთ მანქანას წლის, მოდელის და მარკის მიხედვით
დ) ან ჩვენ გთავაზობთ ვარიანტებს, თქვენ არჩევთ
4. როგორ ხდება შეძენა?
ა) აუქციონის თარიღამდე 1-2 დღით ადრე, თქვენი მითითებით, ჩვენ ვანთავსებთ განაცხადს კონკრეტული მანქანის აუქციონზე უმაღლესი გადასახდელი თანხის მითითებით
ბ) აუქციონზე ვაჭრობა იწყება გაცხადებული მინიმუმიდან, ფასი იზრდება მცირე ბიჯებით, აუქციონის თითოეული მონაწილე მონაწილეობს მაქსიმალური გადასახდელი თანხის მიღწევამდე.
გ) ვაჭრობისას, თუ თანხა მივიდა ნიშნულამდე რომელიც თქვენს მიერ გაცხადებული მაქსიმალურ თანხაზე ნაკლებია, ავტომობილის შეძენა მოხდება აუქციონის თანხით, და არა მაქსიმალური გაცხადებული თანხით.
დ) მაგალითად, თქვენ განაცხადეთ რომ მაქსიმუმ გადაიხდით 2000$. ვაჭრობა დაიწყო 1000$-დან, აუქციონზე ფასი აიწია 1500$-მდე და მეტი აღარავინ დადო, ეს ნიშნავს რომ მანქანას შეიძენთ 1500$ -ად.
5. მანქანის შეძენის შემდეგ:
ა) მანქანის აუქციონის ფასს რომელსაც დაემატება შიდა ხარჯები და ექსპორტის ხარჯები, მიღებულ თანხაზე გამოიწერება ინვოისი რომელსაც გადმოგიგზავნით თქვენ.
ბ) სურვილის შემთხვევაში, თანხა გაიყოფა ორ თანაბარ ნაწილად. პირველს ნახევარს გადაიხდით აუქციონის მოგების შემდეგ, მეორე ნახევარს 45 დღეში.
ბ) ბანკში, ამ ინვოისის მიხედვით გადარიცხავთ თანხას.
გ) დაიწყება ავტომობილის ტრანსპორტირების პროცესი
დ) ავტომობილის პორტში ტრანსპორტირების შემდეგ, ჩვენ მოგაწვდით პორტში ავტმობილისთვის გადაღებულ სურათებს
ე) ავტომობილი ჩაიტვირთება კონტეინერში, ჩვენ მოგაწვდით კონტეინერის ნომერს, რომლის ადგილმდებარეობა და სტატუსიც შეგეძლებათ რომ აკონტროლოთ
6. ტრანსპორტირების ბოლო ეტაპი:
ა) კონტეინერის თურქეთის პორტიდა გამოსვლის შემდეგ ჩვენ მოგაწვდით ტრანსპორტირების ინვოიისს
ბ) ამ ინვოისის მიხედვით ბანკში გადარიცხავთ თანხას სატრანსპორტო კომპანიაში
7. ფოთიდან ავტომობილის წამოყვანა
ა) კონტეინერის ფოთში ჩამოცლის და გახსნის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანია დაგიკავშირდებათ, და შეგიძლიათ ფოთიდან წამოიყვანოთ მანქანა
ბ) ფოთში დაგჭირდებათ პირადობის მოწმობა, რომლის გარეშეც ვერ წამოიყვანთ მანქანას
გ) დაგჭირდებათ ფოთის სატერმინალო გადასახადის გადახდა, რომელიც შეადგენს 120 ლარს.
დ) მანქანაზე ტრანზიტული ნომრები მიკრული დაგხვდებათ
ე) ფოთის ტერმინალზე დაგეხმარებიან თუ საბურავი დაგხვდებათ დაშვებული ან აკუმულატორი დამჯდარი
მანქანის გამოყვანის შემდეგ მიკავშირდებით და გაძლევთ საბუთებს რომელიც გჭირდებათ გასაბაჟებლად
555403331
599788571
ელ. ფოსტა
ladojavakhishvili@yahoo.com
skype; gts.ltd.marketing