ესე იგი 1.4 გოლფ4 მყავს 2 წელზე მეტია: დღეის მონაცემებით თბილისში წვა ბოლო 1000 კილომეტრზე 6.9 ლიტრი. საშუალოდ 120 კილომეტრი 20 ლარის რომპეტროლის ეფიქსით. თუმცა რეგულარსაც ვასხამ ხოლმე და მაქსიმუმ +5 ან 7 კმ გამოდის.
75 ცხენი და 129 ნმ, საშუალო წონის ერთ, ან ორ მგზავრზე თავისუფლად ყოფნის. დალშე უკვე ტრასაზე გაგიჭირდება, თუმცა ქალაქის პირობებში თავისუფლად გეყოფა. კლიმატკონტროლს როცა ვრთავ +1.5 ლიტრს მიწერს ეგრევე ბორტკომპიუტერი და თითქოს ორი კაცი ჩამიჯდა მანქანაში ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე

მაგრამ აქვე დავამატებ, რომ 5 კაცით ზაფხულში რამოდენიმეჯერ მივლია კლიმატკონტოლ ჩართული. კვდება მანქანა მაგრამ თავისას მაინც აკეთებს. ხშირად ვყოფილვარ მაგ დროს თანამშრომლებთან ერთად ლესელიზეზე პრობკაში 5 კაცით და ხარჯს 11 ლიტრს მაჩვენებდა ბორტკომპი. ერთი სიტყვით თუ უმეტესად ორი კაცისთვის არის საჭირო მანქანა-მშვენიერი ვარიანტია. მაგრამ თუ მეტი უნდა ატარო, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ 1.6 უკვე 1.5-2 ლიტრით მეტს წვავს, 1.6 ჯობია.
რაც შეეხება ნაწილებს-პრაქტიკულად არაფერი არ უფუჭდება და ყველაფერი იშოვება. შეიძლება მე ვუვლი კარგად რავიცი

) ერთი უდიდესი მინუსი შემიძლია აღვნიშნო მთავარი ღვედის გამოცვლის ხარჯი. ეგ ღვედი თავის ხელობით და ყველა წვრილმანი დეტალით 400-500 ლარი ჯდება. ოღონდ არ დაგავიწყდეს რომ 50 000 კილომეტრზე გეყოფა ეგ ღვედი და მაგ მანძილს სანამ გაირბენ 10-ჯერ მაინც ამოიღებ ბენზინის ეკონოომით დახარჯულ თანხას.
ხარჯებს რაც შეეხება, თუ ყიდვის შემდეგ ყოველი შემთხვევისთვის, ღვედის შეცვლას არ ჩავთვლით, 2 წლის მანძილზე გამოვცვალე ერთხელ რეზინის ვტულკები წინ და წინა ამორტიზატორები(200-250 ლარი). ჩავასხი ფრეონი ამ ზაფხულს(75 ლარი) ფილტრები და ზეთები რეგულარულად თავისთავად.
პლიუსები:
1. კარგი აკუსტიკური იზოლაცია.
2. კორპუსი არ იჟანგება.
3. ტექნიკური სიმარტივე(ღვედის შეცვლის გარდა)
4. ოპელს ჯობია

ყველა პონტში
5. ბევრი სხვა პატარ-პატარა პლიუსები
მინუსები:
1. ძრავის სიმძლავრის ნაკლებობა(როცა 3-5 კაცი ზის მანქანაში)
2. კრაჭუნა პლასტიკის დეტალები სალონში
3. დაბალი კლირენსი
4. გადაცემათა კოლოფის სამაგრები აქვს სუსტი 2000 წლამდელ მოდელებს. თუმცა ყველაფერი გამოდგომაზეა, ჩემი 1998 წლიანია და დარბის საკაიფოდ.
პ.ს. თუ ასეთი გოლფის ყიდვას გადაწყვეტ, მცოდნე ადამიანი წაიყვანე. უმეტესად ესეთი მანქანები ზეთს ჭამს, თუმცა ხშირად ეს არის კლაპნის სალნიკების ბრალი (ხელობა 100 ლარი 16 ცალი რეზინის სალნიკი, თითო 2 ლარად ანუ 32 ლარი. სულ 132 ლარი ). მაგრამ თუ კომპრესია აქვს ცუდი, ან маслосёмные кольца აქვს გაცვეთილი...
ცუდი ისაა რომ 200 000 მდე რეალური გარბენით არამგონია მაგ ფასში ეგეთი გოლფი იყიდო.
http://www.youtube.com/watch?v=1XpxQr83G7Eდავიღალე ამდენი წერით. ეხლა ამას მოუსმინეთ მე გავედი
This post has been edited by levmans on 6 Oct 2013, 21:56