იყიდება Subaru Legacy Spec B.

გამოშვების წელი 2006.

აღჭურვილია 3 ლიტრიანი და 6 ცილინდრიანი ძრავით. პლიუს 6-იანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით.

აღნიშნული კომპლექტაციით ეს მოდელი გამოდიოდა 2005-დან 2007 წლის ჩათვლით.
ძრავი ცეპზეა. 250 ცხენით. გარბენი 114000კმ. ძრავში ზეთი შეცვლილია. ასხია მოტულის 5X40. ასევე შეცვლილია ზეთი კარობკასა და ხიდში. იაპონიაშივე შეცვლილია ჰაერის ფილტრი.

მანქანა განბაჟდა 3 ნოემბერს.

დგას 18-იან დისკებზე. საბურავები აქვს იაპონიიდან ჩამოყოლილი Performance კლასის იდეალური პროტექტორით.

იგივე კარობკა აყენია 2001+ გამოშვება Impreza STI-ებზე. საკმაოდ გამძლე და უპრობლემო კარობკაა.


სალონი სუფთა და მოვლილი. ფერად მუქი ლურჯი.

აღჭურვილია ახალი თაობის McIntosh-ის აუდიო სისტემით. აქვს 6 დისკიანი ჩეინჯერი. გამოირჩევია ძალიან სუფთა ხმით და ძლიერი ბასით. გააჩნია თავისივე გამაძლიერებელი.

ქალაქში წვავს 10-12 ლიტრას. თავისი კონდიციონერით, ფეჩით და ზომიერად ჩაჭერებით. აქვს ECO რეჟიმიც. მოყვება ქარხნული ქსენონები. აღჭურვილია Bilstein-ის ფირმის ამორტიზატორებით. დადის საკმაოდ რბილად. გამოირჩევა სადა, მაგრამ სასიამოვნო სალონით.
გასაყიდი ფასი 6500$
თუ გეძვირებათ, შემიძლია შევუცვალო კარობკა 5-იანი მექანიკური გადაცემით და ფასს დაააკლდება 1000$.
ან გაიცვლება რამე იაფიანში თქვენი მხრიდან თანხის დამატებით. განიხილება ნებისმიერი შემოთავაზება.
* * *
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
სხვებისთვის სიკეთის იძულებით თავზე მოხვევა - არის ბოროტება.
ყველა ადამიანის სული უკვდავია, მაგრამ მართალი ადამიანის სული, უკვდავიცაა და ღვთაებრივიც ..
"მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ" - ჩესტერფილდი