ვცადოთ აბა გაყიდვა, დავიწყებ იმით, რომ არსად არ მეჩქარება გაყიდვა და გადაგდება გაჩუქებას არ ვაპირებ, ძალიან მომწონს და მიყვარს, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში დავფიქრდები გაყიდვა გაცვლაზე, რადგან ცოლს მარცხენა და 4 კარიანი მანქანა ურჩევნია.
გაცვლის შემთხვევაში გასაცვლელი მანქანა მარცხენარულიანი უნდა იყოს და 4 კარიანი, არ უნდა ქონდეს უზომო გარბენი და გამომდგარი მოდელი უნდა იყოს. ასევე ბევრ სხვა კრიტერიუმსაც უნდა აკმაყოფილებდეს, როგორებიცაა ზომაში დიდი არ უნდა იყოს, 15 და მეტს არ უნდა წვავდეს და ა.შ. დაწერეთ ვარიანტები მაინც. დამატებით დავამატებთ რა თქმა უნდა.
რაც შეეხება ჩემ მანქანას და გაყიდვას, ვთქვათ
3.5K $ ფასი, რადგან მაინც დაკლებაზე უნდა წავიდეს ბაზარი და შემდეგ თუ რეალურად დაინტერესდა ვინმე დავაკლებ ნორმალურად, განსაკუთრებით ნახვა შემოწმების მერე მირჩევნია დაკლებაზე საუბარი.
არის 2004 წლიანი.
2.0 160 ცხენუკა
გარბენი 121$$$
მარჯვენა საჭე.
კუპე.
ტიპტრონიკი
არის მშვენიერ მდგომარეობაში, ბოლოს ხელოსნებთან, რომ ვიყავი და შევახედე, არაფრის გაკეთება არ უნდაო, იმის მერე არ ვიცი, მგონი არაფერი შემატებია. ახალი გამოცვლილი აქვს სვეჩები და დარეგულირებული კლაპნები.
დარბის საკაიფოდ, თავს არ ირცხვენს. ქალაქის პირობებში სრულიად საკამრისია ამის სიჩქარე ჩემთვის და მანევრიც მომწონს.
მიუხედავად იმისა, რომ პატარა კუპეა უკან ნორმალურად ჯდება კაცი თუ ძაან მაღალი არაა და აქვს საკმაოდ დიდი ბაგაჟნიკი. ველოსიპედს თავისუფლად ვდებ ხოლმე დაშლის გარეშე.
სალონი: ტორპედო და წინა სკამები ცოტა წაუსპორტულებს და წაუეგოისტებს : ))
რაც მე მყავს არაფერი გაფუჭებია მხოლოდ ბენზინს ვასხამ. ისე თითქმის ყველაფერი იგივე თაობის სივიკის მიდისო ანუ თუ რამე დაჭირდა არ იქნება პრობლემა.
მინუსებიდან სურათიც მიდევს ბამპერზე ქვედა მხარეს წყალდიდობა და ამბები, რომ იყო მეორე დღეს ესე პატარაზე გაკაწრული დამხვდა არ ვიცი, რისგან ქვა მოხვდა მანქანამ გაჩხაპნა თუ რა, მაგრამ ფაქტია გაუჩნდა.
და კაპოტზე მწირე წერტილებად საღებავი აქვს ამოცლილი, სულ რამდენიმე ადგილას, ბევრი ამ სურათსაც არ ატვირთავდა, გაითვალისწინეთ, რომ გადავუღე ძალიან ახლოდან, მობილური ზედ დავადე და რეალობაში ძაან პატარა წერტილებია. მითხრეს საღებავით დატოჩკვა უშველისო, მაგრამ მე არ მაწუხებს.
წვა მე დავდივარ მინმუმ 3-4 აბაროტით და ძალიან მოკლე მანძილზე მაქვს სამსახური, დაახლოებით დაქოქვიდან 5 კმ გავდივარ და ვაქრობ, ასეთ ვითარებაში 12.5-13.5 წვავს, თუმცა როდესაც ვთქვათ ისეთ ადგილებში მივლია, როგორიცაა ვთქვათ ვაჟა-სანზონა. 10ის ფარგლებში დაუწვია.









This post has been edited by ანდროიდი on 11 Jul 2015, 04:24