მოკლედ იყიდება ძველი Opel astra F ფურგონის უკანა ამორტიზატორები, ქარხნულად რაც უყენდება. სედანს და ჰეჩბეკს სხვა ამოები უნდა უკან, ფურგონს სხვა უნდა. ეს არის ფურგონის.
სულ ახალია. დაუყენებელი. 2-3 დღის შეძენილი. ერთ-ერთ კარგ ავტონაწილების მაღაზიაში ვიყიდე. მაღაზიის სახელს არ დავასახელებ რეკლამაში არ ჩამეთვალოს. აქ ფორუმზე ბევრმა იცის ეს მაღაზია. სპეციალურად ვიყიდე კარგ მაღაზიაში, ხარისხიანი ნაწილი რო შემეძინა. თორე ნებისმიერ მაღაზიაში ელიავაზეც შემეძლო ყიდვა, თან უფრო იაფად.
გაყიდვის მიზეზია ის რომ გეგმები შემეცვალა. უკანა სავალი ნაწილის ბრაგუნის გამო ვიყიდე ამორტიზატორი და "ბალკის რეზინები", დავაყენე რეზინები და მანქანა შედარებით გაჩუმდა, იმდენად აღარ ბრაგუნობს, ამორტიზატორებს მერეც შევცვლი ამ მომენტისთვის მაკმაყოფილებს როგორც დადის. გარდა მაგისა მთავარი მიზეზი გაყიდვისა არის ის რო უკანა "სტუპიცა" თავისი "პაჩემნიკით", ანუ ზბორშ მაქვს შესაცვლელი, რაც დააახლოებით 200 ლარის ამბავია, ანუ ფული მაკლდება. ეს რა ამორტიზატორებიც მიყენია ესენი იმუშავებს ჯერ კიდე, საჩქარო არ არის. სტუპიცა უფრო საჩქაროა.
და ბოლოს ფასი. ვიყიდე 90 ლარში ორივე, ანუ ცალში 45 ლარი მივეცი. გავყიდი 80 ლარში, ჩათვალეთ რო მაღაზიდან ყიდულობთ ცოტა უფრო იაფად.
P.S. მსურველებს ნახვა/ყიდვა შეეძლებათ ყოველ დღე მხოლოდ საღამოს 6 საათის შემდეგ, სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე.
ფოტოები ჩემით გადაღებულია.


