#45521882 · 27 Aug 2015, 23:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
revolution metreveli-123 აგერ ვარ მაგ მანქანის მაქებარ მადიდებელი
მაგაზე მაგარ და ეკონომიურ სუვს დედამიწის. ზურგზე ვერ იყიდი. თავს შეგაზარებს თავისი არ გაფუჭებით :-D
მოკლედ. მყავდა თითქმის 5 წელი გავიარე 70,000 მდე. გაყიდვისას გარბენი 170 ქონდა მგონი.
რა გითხრა აბა, ეხლა 2,4 რო ქალაქში 15 ლიტრს მიწვავს, იგივე პირობებში 9 ლიტრს არ აცილებია. ტრასაზე 5 ლიტრიც დამიწვია და 7 იც. მეტი ფიზიკურად ვერ დავაწვევინე 5 კაცით და გონკაობით.
არის სრული სერიოზულობით ძაან სწრაფი. ძმაკაცი სუბარუ ლეგასი ბ4 და მე ერთად ვიარეთ დასავლეთიდან. ტიპი გაგიჟდა როგორ მომყვებიო. არა და ის ჩემზე მაგარი მძღოლია. ბმვ 2.8 დუტს არ ახარებს :-D ესეც არაერთხელ გამოცდილი. პერევალი 5 კაცით და კონდეციონერით მე5 სიჩქარით ბეზ პრაბლემ. მე6 უჭირდა და არც ვაწვალებდი. 220 უპრობლემოდ დებს 5 კაცით. მოკლედ იმის თქმა მინდა რო სწრაფი, ეკონომიური, ძააან გამძლე უნამუსო :-D მანქანაა.
სანამ ეკო იყო, ვასხავდი ეკოს. მერე ეკოს დახურვიდან ვისოლის აპი. მერე ისევ ვისოლმა შემოიტანა ეკო და დავუბრუნდი ეკოს. სხვა საწვავი თუ ძაან შორს იყო კალონკა 5-10 ლიტრს თუ ჩამატებდი. ზეთს ვასხავდი შელის ულტრა ექსტრა 5.5 - 5.8 ჩადის. 5w40ს ყოველ 10.000 ზე.
მეტი რა გითხრა აბა. კერამიკის კალოდკები ეყენა რო ჩამოვიდა, მეც კერამიკები ჩამოვატანინე და იყო ამ 70,000 გავლისას. ზეთი 10,000 ზე ჰაერის და საწვავის ფილტრი გერმანიიდან გამოწერით აუტოჰაუსიდან 240 ლარი ჯდებოდა ორივე და ყოველ 20,000 ვუცვლიდი. თეგეტაში 30 ლარი :-D მარა გამოიწერე რაა იმხელა შეღავათია წვაში.
დანარჩენი თუ რაიმე გაინტერესებს კიდე მკითხე.
ხო ძრავიო. არანაირი ისუზუ. თავისი ძრავია. ნისან პატრულის, ტოიოტა 105 და მერსედეს 270 ის ნაწილებზე აგებული. სანამ ვიყიდდი ლამის დისერტაცია დავიცვა. ეს ძრავები დევს აკორდებში 2003 ან 2004 დან, ცრვ, ცივიკი ანუ 2003 დან 2013 წლამდე ამ ძრავებით გამოდიოდა ჰონდა. ერთ ერთი ყველაზე გამძლე ძრავია.
|