rusa1960ჩემი აზრით დამწყებისთვის ყველაზე უსაფრთხოა რამე FWD მოდელი, პრიორიტეტულად 1.5-დან 2.0-მდე ძრავით, ავტომატური კოლოფით (ან ტიპტრონიკით). აი საჭეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა რატომ ვფიქრობ ასე:
1. უსაფრთხოება - როგორც წესი, 1.5-იანი ან უფრო დიდი ძრავით მანქანებს აქვთ უკეთესი ტორმუზები და დაკიდების სისტემა. პატარა მოდელებს ხშირად ბევრად სუსტი ტორმუზები აქვთ. ეს აქტუალურია, ვინაიდან ახალგაზრდა ბიჭმა შეიძლება გაზს მაინც მიადგას და სულ ვერ წარმოიდგინოს რომ 100 კმ/სთ-ს რომ განავითარებს კოჯრიდან ჩამოსვლისას, შეიძლება უბრალოდ ვერ გაჩერდეს.
2. უკანა ამძრავი ავტომობილის ტარება საჭიროებს ელემეტალურ ცოდნას თუ როგორ მოიქცეს თოვლში, ტალახში ან ძლიერ წყვიმაში. წინა წამყვანი ბევრად უფრო გასაგებია დამწყებითვის. 4X4-ზე ვერსიაც შეიძLება, მაგრამ აქ ბევრი ნიუანსია და მაღალი წვა - როგორც წესი არც ამის საჭიროებაა.
3. მექანიკური კოლოფი არის დამატებითი მოქმედება, რომელიც სანამ მოტორიკაში არ გადავა - ძაბავს. მექანიკით თუ არ დაიწყო, იმის ალბათობა რომ მექანიკაზე ოდესმე გადმოჯდეს - მინიმალურია. თუ მაინც გადმოჯდა - მოტორიკაში ექნება ავტომობილის მართვის ძირითადი პრინციპები - კოლოფს კიდევ შეეჩვევა ძალიან მალე.
4. საჭე - სულ ერთია საით დაჯდება. ეს პრობლემა აწუხებთ ისეთ ხალხს, ვინც მარცნივ მიეჩვია ტარებას და გადაჩვევა ეზარება. საერთოდ არაფერი არ იცვლება ქალაქში მარჯვნივ იჯდები თუ მარცხნივ. ტრასაზე კიდევ მიანც ის მანქანა ჯობია, რომელსაც უფრო დიდი ძრავი და კარგი ტორმუზები აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარჯვენა საჭიანი მოდელები მაგ ფასში ბევრად უკეთეს მდგომარეობაში მოგივათ ვიდრე მარცხენასაჭიანი - ამის გამო შესაძლოა გრძელ ვადიან პერიოდში ექსპლუატაციაზე დანახარჯი გქონდეთ არსებითად მეტი მარცხენა საჭიანი ავტომობილის პირობებში.
პირველ მანქანად აუცილებლად აერიდეთ ისეთ მოდელს, რომელშიც მძღოლი ზის ძალიან ქვემოთ ან ძალიან ზემოთ. მაგალითად, ჰონდა პრელუდს თავიდან ნუ იყიდით, მიუხედავად იმისა რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს რაც ჩამოვთვალე. ასევე არ იქნება კარგი იდეა FWD მოჯიპო მანქანა, მაგრალითად Honda CRV ან რამე მსგავსი.
მაგ ფასში შეიძლება:
1. Mitsubishi Colt 1.5
2. Honda Fit 1.5
3. Nissan March/Nissan Cube/Nissan Note 1.5
4. Toyota Bb 1.5
4. Opel Astra G 1.8
5. Mazda Demio/Mazda2 - 1.5
6 Mazda Axela Sport / Mazda3 - 1.5 ან 2.0
7. Volkswagen Golf - 2.0
8. Honda Civic - 1.7
ეს სია შეიძლება იყოს ძალიან გრძელი.
Audi, BMW, Mercedes, Infinity, Lexus, ეს ბრენდები როგორ კარგადაც არ უნდა ჩანდეს, ყოველთვის უფრო ძვირი შესანახი და უფრო რთული მოსავლელია (ნაწილების ფასი, რემონტის სირთულე)
PS თუ ძალიან არ უნდა პატარა მანქანა, 1996-1999 წლების მერსედეს E კლასი უყიდეთ 220 ან 240 - დიდია, არ ფუჭდება, გადასარევი ტორმუზები აქვს, უსაფრთხო მანქანაა და თან ზემოთ რაც ჩამოვთვალე ყველაზე ნელია

)) უბრალოდ თოვლში ამით სიარულს ისევ მარშუტკა ჯობია...
This post has been edited by GrigolS on 19 Aug 2015, 14:59