ფასი შემომთავაზეთ თქვენ.....
ესეგი რა ხდება - ამ ქვეყნის და განუკითხაობის დედას რო ######... და ლარის კურსისაც!! ვყიდი ჩემს მანქანას ( ვინც მინცნობს იცის რა ავტოც მყავს და როგორ მდგომარეობაშია ) 1 წლის წინ დამიჯდა ზუსტად 10 000 $ 3 კვირა ვეძებდი რომ მეყიდა და როგორც იქნა მეღირსა . არის იაპოშკა მარცხენა საჭით. ჩამოსვლისას ქონდა 85 000 კმ. ეხლა აქ 103 000 კმ. არის იდეალურ მდგომარეობაში. დადის ძალიან რბილად და უჩუმრად. ვისაც "პადუშკების" გეშინიათ გეტყვით რომ 2 თვე ავტოფარეხში იდგა ანქანა, არ დაქოქილა და ეგ პადუშკები იმ დონეზე იყო როგორც დავტოვე. სანტიმეტრიც არ მოუკლია!!! ზეთს არ იკლებს საერთოდ! ( შესაცვლელი აქ )
myauto.ge -ზე ბევრს უწერია თავის მანქანაზე რო ფულია და ესეთი "ნავაროტკით" მანქანა მეორე არ დადისო

და ყიდიან კვერცხა მანქანებს რეზინის საჭეებით

ჩემსას მაცივრის, დისტრონიკის და გვერდითა ფარდების გარდა ყველაფერი აქ. ხო და ტორპედო ტყავში არ აქ როგორც მხოლოდ S600 აქვს
არის Long- ვერსია. ყველა სავარძლების გათბობა გაგრილებით, ყველა მგზავრის ცალკე კლიმატკონტროლით.
რესტაილინგის ფარებით-სტოპებით და სარკეებით.
მანქანას ჩამოყვა იაპონიიდან სულ ახალი BOSCH-ის აკუმლატორი, ( ეგ დევს ) აქ თეგეტაში 500 ლარი უნდა და არავინ იცის სადაურია.
დამონტაჟებულია გაზის ბოლო თაობა - ვისაც უნდა მეოთხე თაობა დაუძახოს ვისაც უნდა მეხუთე ( უმეტესობა გაგებაში არაა რა რომელია ) 10 ლარად გავდივარ 60 კმ-ს ( საკმაოდ წყნარად დავდივარ ) ქალაქგარეთ 27 ლარად უპრობლემოდ გავდივარ 270-280 კმ-ს.
გაზზეც და ბენზინზეც მანქანას პრობლემა არ აქ!!
მანქანას აქ keyless go -უგასაღებოდ დაქოქვა-გაღება-დაკეტვა. რომელიც მუშობდა უპრობლემოდ, და ამასწინათ რატომღაც მეთქი ელემნტს შევუცვლი და მეხსიერება დაკარგა, აღარ რეაგირებს

( თუ ვინმე მასწავლის სად შეიძლება დაპროგრამება კარგი იქნება )
სხვა რა ვთქვა კიდევ საბურავები უნდა ზამთრისთვის
მარკა - mercedes benz
მოდელი - S500 Long
წელი - 2001
გარბენი - 103 000
საწვავი - გაზი/ბენზინი
გაცვლაზე მედო myautoze.ge -ze 4 დღე და ეხლა აღარ მაწყობს გაცვლა, გარკვეული თანხა მაქ მოსაგროვებელი სასწრაფოდ
არ ჩამიძიროთ თემა თანაფორუმელებო
[COLOR=red] ფასი შემომთავაზეთ ვინც ეძებთ ამ მოდელს და რამდენად გიღირთ ყიდვა..... ხო მინდა ვთქვა რომ 6000 $ 3 კაცი მაძლევს მეზობლად

რაც არარეალურად მიმაჩნია ამ მანქანისთვის










This post has been edited by mont-blanc on 25 Sep 2015, 16:26