კომპანია „ROYAL AUTO IMPORT“-ი ახორციელებს ავტომობილების, მოტოციკლეტების, სამშენებლო და სპეცტექნიკის, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, ასევე ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.
კომპანია „ROYAL AUTO IMPORT“-ი ოფიციალურად ლიცენზირებული დილერია ავტოიმპორტის სფეროში, რაც საშუალებას აძლევს მონაწილობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე.
კომპანია შექმნილია ავტოიმპორტის სფეროში 10 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი გუნდის მიერ, საზოგადოებაში მოპოვებული ნდობისა და მიღწეული ფინანსური წარმატების ბაზაზე.
კომპანია „ROYAL AUTO IMPORT“-ის მიზანია : მხოლოდ კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებლების ბაზაზე მიღწეული ფინანსური წარმატება.
კომპანიის უმთავრესი ღირებულებებია:
*მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და წარმატებისკენ;
*მუდმივი სწრაფვა მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და კლიენტების ნდობის მოპოვებისკენ;
*მუდმივი სწრაფვა მომხმარებლების მოთხოვნებზე მომსახურეობის მაქსიმალურ მორგებაზე, რათა მათ შესძლონ სასურველი ავტომანქანის სასურველ ფასად შეძენა.
*მუდმივი ზრუნვა მომსახურეობის სისწრაფის, უსაფრთხოების და დაბალი ტარიფების უზრუნველსაყოფად.
კომპანია „ROYAL AUTO IMPORT“-მა თავისი განვითარების რამოდენიმე წლიანი პერიოდის განმავლობაში, შესძლო მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელთა ძლიერი გუნდის შექმნა, ავტოიმპორტის სფეროში მოიპოვა ლიდერი კომპანიის სტატუსი და მიაღწია წარმატებას. იგი მუდმივად ადევნებს თვალყურს ავტოიპორტის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს. მისი მიზანია ინოვაციური პროექტების და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების განხორციელება.
კომპანიას შემუშავებული აქვს კლიენტების ინტერესებზე მორგებული მენეჯმენტი, რათა მათ შესძლონ მაქსიმალურად დაბალ ფასად შეიძინონ მაღალხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამ მიზნით კომპანია მაქსიმალურად აფართოებს საქმიან კონტაქტებს მსოფლიოს წამყვან ავტოექსპორტიორ ფირმებთან, რაც დადებითად აისახება ავტომანქანებს ფასების შემცირებაზე და ზრდის კლიენტის მიერ სასურველი ავტომანქანის სასურველ ფასად შეძენის შესაძლებლობას.
კომპანიაში მომსახურეობა ხორციელდება სასიამოვნო გარემოში, მაღალკვალიფიციური და კეთილგანწყობილი თანამშრომლების მიერ გამჭვირვალედ, კლიენტებზე მორგებულ სამუშაო საათებში (ყოველდღე 11.00-24.00, შაბათ-კვირის ჩათვლით).
მისამართი : თამარაშვილის 12
VIBER: + 995 597 00 87 87
Tel: 597 00 87 87
მიმაგრებული სურათი