ყველგან ძირითადი პრობლემა არის კლაპნებზე ნადები და არა პორშინზე წარმოქმნილი ნამწვავის ფენა რომელიც ყოველთვის იქნება ცოტა რაოდენობით, ძირითადად ეს პრობლემა აწუხებს პირდაპირი პრისკის მქონე მანქანებს მაგალითად FSI ძრავებს, ახალ BMW ებს. ამ ძრავებში ბენზინი შედის პირდაპირ წვის კამერაში და არა შემშვებ კოლექტორში ჰაერთან ერთად, რომელიც რეცხავს კლაპნებს და არ იკეთებს ნაგარს. როდესაც ძრავს ააქვს პირდაპირი შეფრქვევის პრისკი ამ შემთხვევაში საქშენიდან დატრიალებული ჰაერი ზეთთან ერთად ეჯახება გავარვარებულ კლაპნებს და კლაპანი იკეთებს ნადებს რის გამოც ჰაერის გამტარიანობა მცირდება და ჰაერის მიმოქცევაც ძალიან იცვლება რაც შემდგომში იწვევს სიმძლავრის ნაკლებობას. მე გავაკეთე ესე, ძნელი მისადგომი იყო მოვხსენი კოლექტორი რგრიგობით დავაკეტინე 1 და მე 3 ცილინდრის კლაპნები შემდგომ მე2 და მე4 ცილინდრის კლაპნები და აბროთი და კბილის ჯაგრისით გამოვხეხე შედეგი იდეალურად გაპრიალებული შემშვები სისტემა. ამ ყველაფერს უნდა დიდი დრო, ბევრი აბრო დამჭირდა 4 ბალონი დიდი ზომის 40 ლარი. იმ შემთხვევაში როცა ბევრი აბრო ჩავა პორშინში შეიძლება ზეთიდან ჩAმოირეცხოს პორშინის კელდები და როცა მანქანის ამუშავება მოგინდებათ კომპრესია არ ქონდეს, ამისთის საჭიროა მოხსნად სვეჩები და რამოდენიმე წვეთი ზეთი ჩAაწვეთოთ ცილინდრში ამის შემდეგ ეგრევე ამუშავდება.
მიმაგრებული სურათი
.................................................