მოკლედ ვფიქრობ ნორმალური შემოთავაზების შემთხვევაში შეველიო ჩემ ლეგენდას, არ მეჩქარება, მსურველთან ფასზე შეიძლება დავილაპარაკოთ, გაცვლაზე ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავ სადაც ფული დამატება არ მომიწევს და უფრო ეკონომიური იქნება მანქანა

არც ისე გაბაზრებული მანქანაა ჩვენთან ამიტომ ცოტა დაწვრილებით აღვწერ

მდგომარეობა არის მშვენიერი, ძრავს, კარობკას, ელექტრობას არაფერი არ უნდა, ჩამოვიდა იაპონიიდან 147 გარბენით, 4B შეფასებით, მას მერე ჩემს ხელშია და ვუვლი ვეფერები

მე რაც გამოვცვალე ჩამოსვლის მერე ესენია: აკუმლატორი - ვარტა ბლუ 70, კალოდკები- ჩამოვიტანე აკებონოები, სვეჩები - ჩამოვიტანე NGK IZFR6K-11, ძრავში ზეთს ვცვლიდი 8-8.5კმზე, მოტულის 5w-30, 4.3 ჩადის დაახლოებით და არასდროს არ მოუკლია, კარობკაში გამოვცვალე დაახლოებით 170-ზე, დიფერენციალში არ გამომიცვლია, სავალ ნაწილს რაც შეეხება, ხმაურობდა ნაკანეჩნიკი, მასე ჩამოვიდა ეგ გავაკეთებინე და მას მერე პრობლემა აღარ ქონია არაფერს. ვიზუალურად არაფერი არ ჭირს, სურათებზეც ჩანს. ამ წუთას ჭირდება პადმატორნი წინა მარჯვენა რომელიც გაგლეჯილია სავარაუდოდ, როგორც ბევრგან წავიკითხე პადმატორნების სიძლიერით ეს მოდელი, სხვა დიდძრავიანი ჰონდების მსგავსად, არ გამოირჩევა, მეტი უარყოფითი მე ამ მანქანაზე არაფერი გამიგია და წამიკითხავს არავისგან. ჩვეულებრივად დადის, შეიძლება ვერც შეამჩნიოთ უბრალოდ ოდნავ ვიბრაცია აქვს თუ დააკვირდებით დგომისას და სიჩქარეებში გადართვისას ემჩნევა ძრავის მოძრაობაზე. ხო კიდევ გაკეთება უნდა მძღოლის კარის შიდა სახელურს რომელიც მოტყდა დახურვისას, სახელური მაქვს უბრალოდ არ ვიცი რამდენად დაწებებადია, თუარადა იბეიზე დევს 25$-ად და კიდევ აბლიცოვკას არ აწყენდა ერთი ფენა პლასტი დიპის გადატარება, კარგავს უკვე ეფექტს.
არის შავი ფერის, შავი სალონით, რაც იშვიათია, ძრავი 3.5 ვიტეკი (J35A8) გარბენი 185კმ, წონა კატალოგების მიხედვით 1800-1900 კგ, 5-იანი ავტომატი, საჭის პედლებით გადართვის საშუალებით, კატალოგების მიხედვით და ჩემი მიხედვითაც 7.3-7.5 წამი უნდა დაახლოებით 0-100, რაც ნორმალურია ამ სიმძიმის მანქანისთვის, თავს არ შეირცხვენთ მოკლედ არსად, საკმაოდ კარგად დარბის. აქვს sh-awd სისტემა, რომელიც თავიდან არაფრით არ გამოირჩევა მაგრამ რომ მიეჩვევით და მოსახვევში ცოტა გაზს წაუმატებთ ხოლმე, არის საოცრება

მოსახვევში დგას ძალიან მაგრად, ქვემოთ მივამატებ ვიდეოს რომელიც ხსნის როგორ მუშაობს, საჭის მინი მონიტორზე შეგიძლიათ დიაგრამას უყუროთ სისტემა როგორ ანაწილებს დატვირთვას საბურავებზე ლაივ რეჟიმში მარა ძაან საშიშია მიჩვევა იცის გზის ნაცვლად მაგის ყურებამ

აქვს უდედისმსერავესი აუდიო სისტემა, ბოსეს 5.1 surround 10 დინამიკით, 6-იანი ჩეინჯერით cd/dvd, რომელსაც ემატება ძაან მაგარი ნავაროტკა Active Noise Cancellation (ANC) რომელიც ხმაურს ახშობს ხმაურის საწინააღმდეგო ტალღების გაშვებით, სალონში არის ორი პატარა მიკროფონი და თითით თუ დაახშობთ კაი გლუშაკივით ხმა ისმის ძრავიდან სალონში

)) ასევე აქვს მოძრავი ფარები, მოხვევისას განათების უკეთესი კუთხისთვის, უკანა საქარე მინაზე ღილაკით მართვადი ფარდა, უკანა გვერდითებზე ხელით ასაწევი, სავარძლების და საჭის პოზიციის მემოები, ჭკვიანი გასაღები რომლითაც თუ მოშორდებით მანქანა იკეტება, გაღებისთვის ახლოს მისვლა და ხელის შეხებაა საჭირო, შეგიძლიათ ეს კარტა-გასაღები ჯიბიდან არც ამოიღოთ, მიხვალთ გაიღება, გადმოხვალთ-დაიკეტება

არის ძალიან კლასნი მანქანა, რომლითაც უნდა იარო და თან სიამოვნება მიიღო. ბენზინს მიირთმევს ეხლა 14.5-15 ლიტრ პრემიუმს ქალაქში საცობების გათვალისწინებით და წყნარი სიარულით, ტრასაზე 9.5-10 მემგონი, ვასხამ ლუკოილის ან რომპეტროლის პრემიუმს. ასევე მანქანაში დევს გაზის აპარატურა, რომელიც თავის დროზე დამიყენეს ახლობლებმა თითქმის უფასოდ, არის მეხუთე თაობას რომ ეძახიან, 16 კუბიანი ბალონით და უკვე დიდი ხანია არ გამომიყენებია, შესაბამისად ეხლა სიცივეებში რამდენს ივლის ზუსტად ვერ ვიტყვი, 140 კმ მინიმუმია. ამ დღეებში შევამოწმებ მაინც, პრობლემა არ ქონია დაყენების დღიდან, სულ ჯამში ალბათ 10კ მქონდეს გავლილი გაზით, ძირითადად ტრასაზე კრუიზ-კონტროლით ვიყენებ, მაღალ აბაროტებზე ბენზინზე არ ირთვება, იმიტომ რომ არასდროს არ ჩამიჭერია გაზზე ისე შეიძლება გაკეთება მემგონი. მეყენა ტოპსპიდში ნაყიდი ჰაერის სპორტული ფილტრი, ძალიან სექსუალურ ხმაზე აყენებს მაგრამ ერთი გარეცხვის მერე მოვხსენი და ახალი ჩვეულებრივი დავუყენე, არ იყო კაი ხარისხის ის ფილტრი რომ ორი გარეცხვის მერე კიდევ ევარგა, ერთი კაი აემ ფილტრი ალალია ამაზე, 50$





ესეც ჯაპანის სურათები რამდენიმე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფილტრით:
SH-AWD:
* * *
ესეც სულ ცოტა ხნის წინ გადაღებული ვიდეო, ჩვეულებრივი ფილტრით
ზემოთ დამავიწყდა, რომ ქარხნული უკანა ხედვის კამერა აქვს და სარკეები ქვემოთ იხრება R-ში, რაც ძაან კაი რამეა პარკირების დროს

ნომერსაც დავწერ ბარემ, 591115551 ლაშა
* * *
უპ უპ
* * *