bizonikluchiძმა რჩევას მოგცემ სტუპიცის პაჩევნიკების შეცვლას აზრი აქ აქვს იმიტომ რომ აქ ძირითადათ იყიდება უხარისხო პაჩევნიკები, როდესაც ეგ პრობლემა იჩენს თავს ჯობია მთლიანად სტუპიცა იყიდო დაშლილებში ზბორში და ის დააყენო დიდი ხანი მოგემსახურება. ჩემ შემთხვევაში ტოიოტა ფუნკარგო
მყავდა ახმაურდა პაჩევნიკი არ მქონდა მაშინ დიდი გამოცდილება წავედი ხადავიკთან და მითხრა წადი პაჩევნიკი მოიტანე და ჩავპრესავო, წავედი ვიყიდე 40 ლარი დამიჯდა 1 მხარე, +რაზვალი გავასწორე 20 ლარი +ხელობა 30 ლარი. ჩაპრესა მაგრამ 1 თვეში კიდევ ახმაურდა, შემდეგ მცოდნე
ხალხმა მირჩია რომ ტყვილად გადავყარე ფული და ჯობდა სტუპიცა მეყიდა დაშლილებში. წავედი ვეძებე ფეიქრებზე ძალიან ძვირი მითხრეს არარეალური ფასი, ისანშიც ეგრე, ფონიჭალის დაშლილებში არ ქონდათ 1.5 ძრავიანი მაგრამ რო ქონოდათ მანდაც ძვირი მითხრეს, ბოლო ავედი ვარკეთილის დაშლილებში სვანების ბაზრობასთან და ორივე სტუპიცა ვიყიდე 60 ლარში წავედი დავაყენებინე გავასწორე რაზვალი და მანქანა კაი ხანი მყავდა კიდევ ეგ პრობლემა არასოდეს აღარ მქონია. ისე გავყიდე მანქანა რომ ის პატრონი დღემდე ხმარობს მანქანას და როგორც იძახის ბულკივით დადისო