მეგობრებო, გთხოვთ, დამეხმაროთ.
გუშინ მოგვივიდა ავარია, მანქანა ნორმალურად აღდგენას არ ექვემდებარება.
ძირითადი აგრეგატები გადარჩენილია და კარგია: ძრავი (გარბენი 120K), გადაცემათა კოლოფი, ვიხლოპი, აკუმულატორი, ოთხივე კარი, ლაბავოი, წინა და უკანა მარჯვენა ფარი, უკანა ბამპერი, წინა აღდგენადია, სამი დისკი, ერთი გატეხილია, ინტერიერი (აირბაგები არ გახსნილა)

ძალიან მოვლილი და სუფთა მანქანა იყო, ოჯახში ნახმარი, არ იყო ნარბენი და ნატანჯი, ზეთები დროულად ეცვლებოდა.
ვიცი, რომ ნაწილებად თუ გავყიდი უფრო მეტს ამოვიღებ, მაგრამ ამის არც დაშლის ნერვები მაქვს და არც დრო. სად ჩავაბარებ ყველაზე სარფიანად და რამდენი შეიძლება რომ ავიღო? მანქანა რუსთავშია.
თუ ფორუმზე იქნებიან ზემოჩამოთვლილი ნაწილების კლიენტები, მაშინ დავშალოთ
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)